„ინკლუზიური განათლება საქართველოში - მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები - 2024“
8 ივნისი 2024 წელი
„ინკლუზიური განათლება საქართველოში - მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები - 2024“
27- 28 ივნისს ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ორგანიზებით, გაიმართება კონფერენცია „ინკლუზიური განათლება საქართველოში - მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები - 2024“. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც ქართულ აკადემიურ სფეროს წარმოუდგენს ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევის შედეგებს. ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული ეროვნული კონფერენცია საშუალებას მისცემს პროცესში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს - მკვლევრებს, მასწავლებლებს, დამსაქმებლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის, არაასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს იმსჯელონ ინკლუზიური განათლების აქტუალურ საკითხებსა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომით, ხელი შეუწყონ ინლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ზოგადად, ინკლუზიური საზოგადოების განვითარებას.
სრულად