კონკურსი „ჩემი თემა 180 წამში“
29 ივნისი 2022 წელი

კონკურსი „ჩემი თემა 180 წამში“
29 ივნისს, 11:00 საათზე, ბსუ-ში, 55-ე აუდიტორიაში, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს AUF-ის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, აჭარის ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით, ტარდება კონკურსი „ჩემი თემა 180 წამში“. კონკურსი საშუალებას აძლევს ფრანგულენოვან დოქტორანტებს წარუდგინონ თავისი კვლევა ფართო აუდიტორიას. თითოეულმა მონაწილემ სამ წუთში უნდა გააკეთოს მკაფიო, ლაკონური და დამაჯერებელი პრეზენტაცია თავისი საკვლევი თემის შესახებ. კონკურსში მონაწილეობენ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტები.
სრულად