განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სამმართველოს უფროსმა თეა ნადირაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა ჩაატარა თემაზე: „ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩო და სწავლის სფეროების კლასიფიკატორი“. სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანები, საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები და დეპარტამენტის ხელმძღვანელები ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოს ძირითად ცნებებსა სწავლის სფეროების კლასიფიკატორის სტრუქტურას გაეცნენ. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა ასევე განიხილეს განათლების სისტემის სხვადასხვა დონის შესაბამისი სწავლის შედეგების ჩამოყალიბების მიზნები და პრინციპები.
უკან |