„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსი ბსუ-ს აკადემიური პერსონალისთვის პოვისლანსკის უნივერსიტეტში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ ,,ერაზმუს+"-ის გაცვლით პროგრამის კონკურსს 2023–2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის საერთაშორისო კვირეულში „ინტერნაციონალიზაციის საუკეთესო პრაქტიკა“ მონაწილეობის მისაღებად  პოვისლანსკის უნივერსიტეტში, პოლონეთი.

ადგილების რაოდენობა  - 1

მობილობის პერიოდი - 22-26 მაისი, 2024 წელი

  მიმართულებები:

  • ბიზნესის ადმინისტრირება;
  • ეკონომიკა;
  • ფინანსები;
  • ბუღალტერია;
  • საექთნო საქმე;
  • დიეტოლოგია;
  • კოსმეტოლოგია;
  • სასწრაფო სამედიცინო დახმარება;
  • მეანობა.

კონკურსში მონაწილეობის პირობები პერსონალისთვის:

კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს  სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა;

  საბუთები პერსონალისთვის:

 

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - მინ. B2;
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • კანდიდატის მიერ შემუშავებული აკადემიური საქმიანობის გეგმა მიმღები უნივერსიტეტისთვის (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
  • დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი (Letter of Support from the school/faculty of the interest /Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).

საკონტაქტო პირი - Paulina Osuch - internationaloffice@psw.kwidzyn.edu.pl

კონკურსის ეტაპები პერსონალისთვის:

პირველი ეტაპი

საბუთების წარმოდგენა - 2023 წლის 24 ნოემბრამდე (15:00 საათამდე)

აკადემიური პერსონალისთვის:

 ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-1.php    და ელექტრონული პლატფორმა eflow-ს მეშვეობით;

 

მოწვეული მასწავლებლისთვის:

ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-1.php   და ელფოსტაზე  chancellery@bsu.edu.ge

მეორე ეტაპი

გასაუბრება - 2023 წლის 28 ნოემბერი

სტიპენდია პერსონალისთვის:

ითვალისწინებს  მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.

არ ანაზღაურებს  საერთაშორისო დაზღვევას.

 

შესაძლებელია, მიმღები უნივერსიტეტი ინდივიდუალურად დაუკავშირდეს კონკურსანტებს და ჩაუტაროს გასაუბრება.

არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!

ტესტირებაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება რექტორის სახელზე კონკურსში მონაწილეობისა და ტესტირების გავლის თაობაზე!

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელმისამართზე: erasmus@bsu.edu.ge


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა