უნივერსიტეტის მისია

მისია, ხედვა, ღირებულებები

ხედვა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის მიზანია: მოამზადოს მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნება; ჩამოყალიბდეს ძლიერ საგანმანათლებლო-კვლევით ცენტრად და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს ეროვნულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.

მისია: უნივერსიტეტი ახორციელებს პროფესიული და აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს, ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს, რომელთა მიზანია: ჩვენი ქვეყნის მდგრადი განვითარება, მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობა, ეკოლოგიური უსაფრთხოება და ეკონომიკური ძლიერება, ასევე ლიბერალური ღირებულებებისა და დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება, მართვის პროცესის დინამიკური განვითარება და დიგიტალიზაცია. უნივერსიტეტი აცნობიერებს თავის განსაკუთრებულ მნიშვნელობას რეგიონის განვითარებაში და პრიორიტეტად აცხადებს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს კულტურის შესწავლას, შავი ზღვის, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევებს, ასევე აგრარული მიმართულებისა და ტურიზმის განვითარებას.

ღირებულებები:  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის ფუნდამენტური პრინციპების ერთგულია, მისი უმთავრესი ღირებულებებია: ჰუმანიზმი, ღიაობა, ანგარიშვალდებულება, პიროვნული პოტენციალის სრულყოფილი რეალიზებისთვის ხელშეწყობა, აკადემიური კეთილსინდისიერება, ინკლუზიურობა და ტოლერანტობა, მრავალფეროვნება, სწავლა-სწავლებისა და კვლევის  ინტერნაციონალიზაცია.

  საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიისა და 2018-2024 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის დამტკიცების შესახებ

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა