პერსონალის საერთაშორისო მობილობა!

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტთან ერთად აცხადებს   ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ,,ერაზმუს+"-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსს 2024 – 2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, საერთაშორისო მობილობის განსახორციელებლად თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში  (საბერძნეთი) https://www.auth.gr/en/ .

მობილობის განხორციელების ვადები: სწავლება - 01/04/2-25 – 3-/05/2025;

ადმინისტრაციული მობილობა - 01.04.2025 – 18/07/2025.

ადგილების რაოდენობა რეგიონის (რეგიონი 2, Neighbourhood East: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა და უკრაინა) მასშტაბით: აკადემიური/ადმინისტრაციული - 3 მობილობა.

სამუშაო ენა: ინგლისური B2

მიმართულება: მიმღებ უნივერსიტეტთან ყველა თანმხვედრი მიმართულება

კონკურსში მონაწილეობის პირობები პერსონალისთვის:

  • კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს  სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა;
  • კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის ენის ცოდნის (B2) დამადასტურებელი დოკუმენტი.

საბუთები პერსონალისთვის:

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - ინგლისური ენა B2;
  • CV - CURRICULUM VITAE Europass (ინგლისურ ენაზე);
  • კანდიდატის მიერ შემუშავებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (MOBILITY AGREEMENT for Teaching/Training) მიმღები უნივერსიტეტისთვის (ინგლისურ ენაზე), ხელმოწერილი აპლიკანტისა და მშობლიური უნივერსიტეტის წარმომადგენლის (საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი) მიერ (იხ. თანდართული ფორმა);
  • მხარდაჭერის/დაინტერესების/წინასწარი თანხმობის წერილი - LETTER OF SUPPORT/Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter, - პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი სტრუქტურიდან/ფაკულტეტიდან/დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე); საკონტაქტო ინფორმაცია: https://eurep.auth.gr/en/coordinators/international  

კონკურსის ეტაპები :

საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად:

2025 წლის  20 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით (12:00 საათამდე)

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, ელექტრონულ ბმულზე:   https://registration.bsu.ge/Registration-1.php; ასევე ელექტრონული პლატფორმა eflow-ს მეშვეობით;

მოწვეული მასწავლებლისთვის, ელექტრონულ ბმულზე:  https://registration.bsu.ge/Registration-1.php; ასევე ელექტრონულ ფოსტაზე:  info@bsu.edu.ge    

გასაუბრება - 2025 წლის  8 თებერვალს (14 სთ-დან)

ნომინაცია მიმღებ უნივერსიტეტში - 9 თებერვალს

აპლიკაციის პერიოდი მიმღებ უნივერსიტეტში 10 თებერვლიდან 23 თებერვლამდე

საბოლოო შერჩევას ახორციელებს მიმღები უნივერსიტეტი!

არასრულყოფილად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!

სტიპენდია პერსონალისთვის

  • ითვალისწინებს  მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელმისამართზე: erasmus@bsu.edu.ge

 

  დანართი 1
  დანართი 2
  დანართი 3

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა