
29-31 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია - 2025 გაიმართება. ბსუ-ს სტუდენტმა კონფერენციაში მონაწილეობისთვის 2025 წლის 19 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით portal.bsu.edu.ge-ზე (https://portal.bsu.edu.ge/Page/2473/index.html) უნდა დაარეგისტრიროს სამეცნიერო ნაშრომის სათაური და სამეცნიერო ხელმძღვანელის სახელი-გვარი (აკადემიური თანამდებობის მითითებით).
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის მიზანია:
- სტუდენტთა მიერ სწავლის პროცესში მიღებული ცოდნის სისტემატიზაცია, დარგობრივი ცოდნის, პრაქტიკული და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა;
- სტუდენტთათვის სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავება;
- ახალგაზრდა მკვლევარი სტუდენტების წახალისება.
მნიშვნელოვანი თარიღები:
- 2025 წლის 19 თებერვლიდან - 2025 წლის 07 მარტის ჩათვლით - სტუდენტთა მიერ სამეცნიერო ნაშრომის სათაურისა და სამეცნიერო ხელმძღვანელის დარეგისტრირება;
- 2025 წლის 10 მარტიდან - 2025 წლის 30 აპრილი ჩათვლით - სტუდენტთა მიერ სამეცნიერო ნაშრომის, ნაშრომის ორიგინალობის (პლაგიატის არარსებობის შესახებ) და სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი დასკვნის განთავსება/ დარეგისტრირება სტუდენტურ პორტალზე;
- 2025 წლის 15 - 16 მაისი - კონფერენციის I ეტაპზე არაუმეტეს 10 საუკეთესი ნაშრომის გამოვლენა;
- 2025 წლის 29 – 31 მაისი - კონფერენციის გამართვა - II ეტაპზე გადასული სამეცნიერო ნაშრომების საჯარო წარდგენა;
- 2025 წლის 06 ივნისი - კონფერენციაზე გამარჯვებული ნაშრომების გამოვლენა და დაჯილდოება.
2025 წლის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სტუდენტების მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში ბსუ-ს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე > chanchellery@bsu.edu.ge 2025 წლის 10 მარტიდან - 30 აპრილის ჩათვლით სტუდენტმა უნდა გამოგზავნოს შემდეგი სახის ინფორმაცია:
- სტუდენტთა მიერ შესრულებული სამეცნიერო ნაშრომი ( N1 ფორმა)
- ნაშრომის პლაგიატის არ არსებობის შესახებ სტუდენტის განცხადება (N2 ფორმა)
- სტუდენტის სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი განცხადების/დასკვნის (N3 ფორმა)
- სტუდენტთა მიერ სამეცნიერო ნაშრომის სათაურისა და სამეცნიერო ხელმძღვანელის (რომელიც შეიძლება იყოს სტუდენტის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული აკადემიური პირი) შესახებ ინფორმაციია.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ქართული ფილოლოგიის დარგობრივი დეპარტამენტი:
- ქართული სალიტერატურო ენა და დიალექტები;
- ქართული ლიტერატურა, ლიტერატურათმცოდნეობა, ფოლკლორი;
- ჟურნალისტიკა;
ევროპეისტიკის დარგობრივი დეპარტამენტი:
ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა
- ფრაზეოლოგია;
- გრამატიკა;
- ლექსიკოლოგია;
- თარგმანის თეორია და პრაქტიკა;
- სტილისტიკა;
- კულტუროლოგია;
- შეპირისპირებითი კვლევები;
ფილოსოფიის დარგობრივი დეპარტამენტი:
- ქართული ფილოსოფია;
- მეოცე საუკუნის ფილოსოფია;
- კულტურის ფილოსოფია;
- ხელოვნების ფილოსოფია, ესთეტიკა;
- განათლების ფილოსოფია;
- ეთიკური ანთროპოლოგია.
აღმოსავლეთმცოდნეობის დარგობრივი დეპარტამენტი:
- ახლო აღმოსავლეთის პრობლემები თანამედროვე ეტაპზე;
- თურქეთ-აშშ-ის პრობლემები თანამედროვე ეტაპზე;
- თურქეთ- რუსეთის პრობლემები ,,ცივი ომის“ შემდგომ ეტაპზე;
- თურქეთისა და სამხრეთ კავკასიის ძირითადი პრობლემები თანამედროვე ეტაპზე;
- ამიერკავკასიაში პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე;
- ქართველ მუჰაჯირთა - კულტურული, ეთნოკულტურული და ისტორიული ურთიერთობების საკითხები;
- ახლო აღმოსავლეთი და საქართველოს ისტორიული ურთიერთობები;
- ახლო აღმოსავლეთი და საქართველოს ეთნოგრაფიული ურთიერთობები;
- ახლო აღმოსავლეთი და საქართველოს არქეოლოგიური ურთიერთობები;
- თურქულ - ქართული ენობრივი და ლიტერატურული ურთიერთობები.
ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დარგობრივი დეპარტამენტი:
- საქართველოს ისტორია
- მსოფლიოს ისტორია
- არქეოლოგია
- ეთნოლოგია
ტექნოლოგიური ფაკულტეტი
ინჟინერიისა და მშენებლობის დეპარტამენტის პრიორიტეტული თემატიკა (საკითხები):
სამშენებლო კონსტრუქციები, შენობები და ნაგებობები:
- კოლონების მდგრადობის პრობლემები;
- ბეტონის ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლების კვლევა მყარი სხეულის ადსორბციული თეორიის პოზიციიდან
- ქ. ბათუმის სამშენებლო ბაზარზე არსებული ქართული და უცხოური არმატურების ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლების შედარება.
ტელეკომუნიკაციის ქსელები და სისტემები:
- მრავალსართულიანი შენობის 5Gbps Ethernet პორტებით აღჭურვის პროექტი;
- შენობების ენერგოეფექტიანობის ამაღლება განახლებადი ენერგიის კვების წყაროების გამოყენებით;
- სიგნალების სენსორული გამოყენება.
მდგრადი არქიტექტურის პრინციპები:
- მდგრადი არქიტექტურა;
- ხელოვნური ინტელექტის როლი არქიტექტურაში;
- ახალი ურბანიზმი;
- ენერგოეფექტური მშენებლობები;
ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მენეჯმენტის დეპარტამენტის პრიორიტეტული თემატიკა (საკითხები):
- ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, გარემოს დაცვა;
ბენტონიტური თიხის გამოყენების მიმოხილვა.
- ნავთობისა და გაზის ტექნოლოგია
- მირზაანის ნედლი ნავთობიდან მიღებული ორგანული გამხსნელების სტრუქტურა და გამოყენების სფეროები;
- ნედლი ნავთობის სასაქონლო თვისებების გაუმჯობესება ტექნოლოგიური პროცესების გამოყენებით;
- ბუნებრივი აირის მიღება და სასაქონლო კონდიციამდე დაყვანა ქიმიური რეაგენტების გამოყენებით;
- მწვანე მაინინგი.
აგროეკოლოგიისა და სატყეო საქმის დეპარტამენტის პრიორიტეტული თემატიკა (საკითხები):
აგროეკოლოგია :
- ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება და ბიომეურნეობები;
ეკოლოგიური ფაქტორების გავლენა ნაყოფების ხარისხობრივ მაჩვენებლებზე.
კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრინციპები;
კლიმატის ცვლილებები და სოფლის მეურნეობა;
მცენარეთა დაცვა:
- მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის პრინციპები;
- სასოფლო სამეურნეო კულტურების დაავადებები და მათთან ბრძოლის ღონისძიებები;
- სასოფლო სამეურნეო მავნებლები და მათთან ბრძოლის კონტროლი.
სატყეო საქმე:
- ტყის მდგრადი განვითარება.
- ტყე, როგორც ბიოსფეროს შეუცვლელი უნივერსალური რესურსი და მისი მნიშვნელობა
აგროტექნოლოგიებისა და აგროინჟინერიის დეპარტამენტის პრიორიტეტული თემატიკა (საკითხები):
აგრონომია
- სასოფლო სამეურნეო მცენარეთა მოვლა მოყვანის ტექნოლოგიები
სასოფლო სამეურნეო წარმოების მდგრადი განვითარებისათვის, მცენარეთა მოყვანის და მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების მუდმივი გაუმჯობესება
- მეხილეობა
ხეხილოვანი კულტურების ზრდა განვითარების ბიოლოგია და მოვლა მოყვანის ტექნოლოგია
- მევენახეობა
ვაზის ბიოლოგიური თვისებები, მათი გაუმჯობესება და ვენახის გაშენება მოვლის ხერხები და სისტემები
- სასათბურე მეურნეობები
სასათბურე მეურნეობების მოწყობა, მცენარეებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოება
- აგროქიმია ნიადაგმცოდნეობა
მცენარეში მიმდინარე ქიმიურ და ბიოქიმიურ პროცესები, მცენარეთა მინერალური კვება ,ნიადაგების კლასიფიკაციის დადგენა და ნიადაგის მორფოლოგიის შესწავლა
- ჰიდრომელიორაცია
სასოფლო სამეურნეო სამუშაოების ერთობლიობა: მორწყვა, დაშრობა, მდინარეებისა და ზედაპირული წყლების გამოყენება და რეგულირება.
სასურსათო ტექნოლოგიები
- კვების უსაფრთხოება და სტანდარტიზაცია
სურსათის უვნებლობის სისტემის (FSS) პროგრამის უსაფრთხო საკვების წარმოება.
- კვების წარმოების მანქანები და აპარატები
ხორცის, საკონდიტრო ნაწარმის, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი მანქანები და მათი აღჭურვილობები.
აგროინჟინერია
- სასოფლო სამეურნეო მანქანები
თანამედროვე სასოფლო სამეურნეო მანქანების დანერგვა, გამოყენება და ექსპლუატაცია
- მცირე და რობოტული თანამედროვე ტექნოლოგიები
მცირე სიმძლავრის მანქანები, რობოტული ტექნოლოგიები და დრონები სასოფლო სამეურნეო სამუშაოების წარმოების დროს.
- მეცხოველეობის ფერმების მექანიზაცია
მეცხოველეობის ფერმებში თანამედროვე ტექნოლოგიების ნაკადური ხაზების მოწყობა და ექსპლუატაცია
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი
ქირურგიის დეპარტამენტის პრიორიტეტულ მიმართულებები:
- ბარიატრია
- ღვიძლის დაავადებები და ტრანსპლანტაცია
- ონკოქირურგია
კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის პრიორიტეტული მიმართულებები:
- ანესთეზია;
- რეანიმაცია;
- მეანობა-გინეკოლოგია;
- პოლიტრავმა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მტკიცებითი მედიცინის დეპარტამენტის პრიორიტეტულ თემატიკა:
- ეპიდემიოლოგიის და სამედიცინო ბიოსტატისტიკის მიმართულება
- კლინიკური უნარ-ჩვევების მიმართულება
- შინაგან დაავადებათა პროპედევტიკის მიმართულება
- კლინიკური კვლევების მიმართულება
- საბაზისო - ზოგადი ქირურგიის მიმართულება
შინაგან მედიცინაში.
- იატროგენია თანამედროვე მედიცინაში;
- ათასწლეულის განვითარების მიზნები ჯანდაცვაში - მიღწევები და გამოწვევები;
- ფარმაკოგნოზია;
- ფარმაცევტული დახმარება;
- ფარმაცევტული ორგანიზაცია;
- ფარმაცევტული ტექნოლოგიები.
სტომატოლოგიის დეპარტამენტის პრიორიტეტულ თემატიკა:
- სტომატოლოგიური კლინიკის მენეჯმენტი
- სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკა
- თერაპიული სტომატოლოგია
- ორთოდონტია
- ქირურგიული სტომატოლოგია
- ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგია
- ორთოპედიული სტომატოლოგია.
გეოგრაფიის დეპარტამენტი:
- კლიმატი და გლობალური პროცესები;
- შავი ზღვის სანაპირო ზონაში მიმდინარე მორფოდინამიკური პროცესები;
- მთიანი რეგიონების ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების პოტენციალი და გამოყენების პერსპექტივები;
- გეოეკოლოგიური პრობლემები და მათი აღმოფხვრის გზები;
- აჭარის მოსახლეობის ძირითადი საკითხები;
- ნიადაგების გეოგრაფია და ნიადაგწარმოქმნის მიმდინარე პროცესები აჭარის შიდამთიანეთში;
- აჭარის ბუნებრივი რესურსების სამეურნეო შეფასება;
- აჭარის ლანდშაფტების მდგრადობა ფუნქციები და პოტენციალი;
- საქართველოში მეურნეობის დარგების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.
ქიმიის დეპარტამენტის პრიორიტეტული თემატიკა:
- „დასავლეთ საქართველოს ბუნებრივი რესურსები და მათთან დაკავშირებული პრობლემების ქიმიური კვლევა თანამედროვე ინსტრუმენტული მეთოდებით“
- „ბუნებრივი მინერალური ნედლეულის შესწავლა და სორბენტების მიღება მძიმე ლითონების გამოყოფის მიზნით“
- „მემბრანულ ტექნიკაში გამოყენებული პოლიმერული ნაწარმების შესწავლა და მისი გამოყენება საწარმოო ნარჩენების ვალორიზაციაში“.
ბიოლოგიის დეპარტამენტის პროირიტეტული მიმართულებების (თემატიკას):
- გარემოს ეკოლოგიური კვლევა;
- ბიომრავალფეროვნების კვლევა;
- ბიოსამედიცინო მიმართულების კვლევები.
იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
სამართლისა და საჯარო მმართველობის დეპარტამენტის პრიორიტეტული თემატიკა (საკითხები):
- საქართველოს უახლოეს ისტორიაში მომხდარი ფაქტების სამართლებრივი ასპექტები;
- ადამიანის უფლებები და თავისუფლებები;
- რწმენისა და აღმსარებლობის სამართლებრივი ასპექტები;
- სისხლისსამართლებრივი საკითხების თანამედროვე ასპექტები;
- კერძოსამართლებრივი განვითარება და თანამედროვეობა;
- საჯარო სამართლის მიმართულება თანამედროვე ხედვითა და პრობლემებით;
- საჯარო მმართველობისა და საჯარო პოლიტიკის აქტუალური საკითხები;
- ოჯახური ძალადობის პრობლემები;
- ეროვნული და ევროპის ქვეყნების სამართლის შედარებითი ანალიზი სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში;
- სამართალსუბიექტურობის პრობლემები ეროვნულ და საერთაშორისო სამართალში.
ფსიქოლოგიის დეპარტამენტის პრიორიტეტული თემატიკა (საკითხები):
- კლინიკური ფსიქოლოგია
- კონფლიქტოლოგია
- იურიდიული ფსიქოლოგია
- სკოლამდელი ასაკის ბავშვის ფსიქოლოგია
- განვითარების ფსიქოლოგია
- სოციალური ფსიქოლოგია
- პიროვნების ფსიქოლოგია
- გენდერული ფსიქოლოგია
- საოჯახო ფსიქოთერაპია
- ურთიერთობების ფსიქოლოგია
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პრიორიტეტული თემატიკა (საკითხები):
- შავი ზღვის კვლევები - ახალ გეოპოლიტიკურ კონტექსტში;
- კონსერვატორული და ლიბერალური იდეოლოგიების გადააზრება სოციო-კულტურულ კონტექსტში;
- საზოგადოებრივი ტრანსფორმაციები;
- საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება;
- ეთნოპოლიტიკური კონფლიქტები;
ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი
პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პრიორიტეტულ საკონფერენციო საკითხებს (თემატიკა):
- საგანმანათლებლო დაწესებულების უსაფრთხოების პოლიტიკა და სტრატეგიები;
- ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს ფორმირება და განვითარება;
- სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდოლოგია;
- მოქალაქეობრივი კომპეტენციების განვითარება საგანმანათლებლო სივრცეში;
- საგანმანათლებლო ლიდერობის თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები;
- საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ოჯახის თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმები;
- ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაცია საგანმანათლებლო პროცესში;
- მულტიკულტურული განათლების თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები;
- სასწავლო პროცესის ინდივიდუალიზაცია და დიფერენცირებული სწავლება;
- პროფესიული განათლების თანამედროვე გამოწვევები.
მათემატიკის დეპარტამენტის მიმართულებების მიხედვით:
- ტოპოლოგიურსივრცეთა და უწყვეტ ასახვათა ჰომოლოგიური, ჰომოტოპიური, შეიპური ინვარიანტები და კლასიფიკაციები;
- არასტანდარტული ფუნქციური სივრცეები, ჰარმონიული ანალიზი;
- მასობრივიმომსახურების სისტემები, მათემატიკური მოდელირება და გამოკვლევა;
- რიცხვთათეორია, ნახევარჯგუფთა თეორია და ზოგადი ალგებრა;
- მათემატიკის საფუძვლებიდა სწავლების მეთოდები;
კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის პრიორიტეტული თემატიკა (საკითხები):
1. მათემატიკური მოდელირება და ალგორითმები
2. ინფორმაციის მენეჯმენტი, მონაცემთა დამუშავება და ანალიზი
3. ინფორმაციის უსაფრთხოება და დაცვა
4. ინტერნეტ ტექნოლოგიები და კომპიუტერული ქსელები
5. IoT სისტემები და რობოტოტექნიკა
ფიზიკის დეპარტამენტის პრიორიტეტული საკონფერენციო თემატიკა:
- ფუნდამენტური ფიზიკა(რომელიც აერთიანებს, კონდენცირებული გარემოს ფიზიკას - ტალღური პროცესების ფიზიკა, ასტრონომიასა და ასტროფიზიკას, ატომის და ნაწილაკების ფიზიკას)
- გამოყენებითი ფიზიკა(რომელიც აერთიანებს, რადიოფიზიკასა და ელექტრონიკას, სამედიცინო და ბიოფიზიკას, ფიზიკური პროცესების მოდელირებას).
ტურიზმის ფაკულტეტი
ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის დეპარტამენტის პრიორიტეტული თემატიკა:
- თანამედროვე ტურიზმი და ინოვაციური ტურისტული პროდუქტები;
- მდგრადი ტურიზმი და ინვესტიციები;
- ტურიზმის პოლიტიკა და განვითარების სტრატეგიები;
- ტურიზმის ინდუსტრიის (დაბინავების, კვების, ტურიზმის სერვისის, ტრანსპორტირების, გართობის, დასვენების, სანახაობებისა და ღონისძიებების სექტორების) განვითარების ტენდენციები;
- ტურიზმი და მთიანი რეგიონების განვითარება;
- ტურიზმის მენეჯმენტი და მარკეტინგი;
- მწვანე ტურიზმი და გარემოს დაცვა;
- ტურიზმი: მეცნიერება, ინოვაციები და ტექნოლოგიები;
- ტურიზმი საქართველოში - გამოწვევები, პერსპექტივები და მათი დაძლევის ძირითადი მიმართულებები;
- სოფლად ტურიზმის განვითარების შესაძლებლობების ანალიზი და პერსპექტივები.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
ეკონომიკის დარგობრივი დეპარტამენტის პრიორიტეტული საკონფერენციო საკითხები:
- გლობალიზაცია და საქართველოს ეკონომიკური განვითარება;
- ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დოქტრინები და მოდელები;
- საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა;
- მაკრო რეგულირების ძირითადი ინსტრუმენტები;
- საქართველოს შრომის ბაზრის თავისებურებები;
- დემოგრაფიული და მიგრაციული პროცესების გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე;
- სოციალური პრობლემები და მათი დაძლევის გზები;
- საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები;
- ინოვაციები მსოფლიო, ეროვნულ და რეგიონულ ეკონომიკაში;
- ციფრული ეკონომიკა და მისი განვითარების პერსპექტივები;
საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის დეპარტამენტი:
- საფინანსო პოლიტიკის ფორმირების და ფუნქციონირების თავისებურებები;
- საბანკო საქმე და გლობალური გამოწვევები;
- სადაზღვევო სისტემის განვითარების ტენდენციები თანამედროვე ეტაპზე;
- კომპანიის ფინანსების მართვის თავისებურებები;
- ფინანსური ბაზრის ფორმირების პრობლემები და სრულყოფის მიმართულებები;
- საფინანსო-ეკონომიკური კრიზისი: გამომწვევი მიზეზები და დაძლევის მიმართულებები;
ბიზნესის ადმინისტრირების მენეჯმენტისა და მარკეტინგის დარგობრივი დეპარტამენტი:
- ციფრული მარკეტინგი და თანამედროვეობა;
- ინოვაციური ბიზნეს სექტორი და თანამედროვე საქართველო;
- მეწარმეობა და მდგრადი განვითარება;
- სოფლის მეურნეობის დაფინანსების საკითხები აგრობიზნესის პოტენციალზე საქართველოში;
- ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანობა და მისი სრულყოფის გზები ორგანიზაციებში;
- ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა;
- ონლაინ ვაჭრობა და თანამედროვე საქართველო;
- რისკების მენეჯმენტი ქართულ კომპანიებში;
- მომხმარებელთა ქცევის თანამედროვე გამოწვევები;
საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტისა და საგადასახადო საქმის დეპარტამენტის პრიორიტეტული თემატიკა:
- ეკონომიკის საგადასახადო რეგულირება, საგადასახადო პოლიტიკა;
- სამეურნეო საქმიანობის აღრიცხვა, ანგარიშგება და ანალიზი;
- საბიუჯეტო დაწესებულებების სახელმწიფო და შიდა აუდიტი;
- კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის აუდიტი;
- შრომის ბაზრის შეფასება და ანალიზი;
დამატებითი შეკითხვებისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
595 29 00 41







უკან |