ბსუ-ს „სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - 2025“-ის გამარჯვებულ სტუდენტთა დაჯილდოება

სურათი

ბსუ-ს ,,სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - 2025“-ის გამარჯვებულ სტუდენტთა დაჯილდოება გაიმართა. უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ, რექტორის მოადგილეებმა: მერაბ ხალვაშმა და თამარ სირაძემ, ასევე ფაკულტეტების დეკანებმა კონფერენციის მონაწილეებს გამარჯვება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.

სტუდენტური კონფერენციის 31 სექციის 114 მონაწილე საპრიზო I, II და III ადგილების მფლობელი გახდა.

ახალგაზრდა მკვლევართა ნაშრომები უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა შეაფასეს. კონფერენციის ფარგლებში გამოიცემა კრებული, რომელშიც თითოეული სექციის სამი საუკეთესო სამეცნიერო მოხსენება დაიბეჭდება, ასევე ფულადი ჯილდო გადაეცემა საპრიზო ადგილზე გასულ ყველა სტუდენტს.

კონფერენცია ბსუ-ს 90 წლის იუბილეს მიეძღვნა და მასში სხვადასხვა ფაკულტეტის 350-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა.

 ბსუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის, სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებისა და ფაკულტეტების ორგანიზებით ჩატარდა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა