
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე კვლევის მიმართულებით სილვია ეზეკილოვა, საქართველოში აშშ-ის საელჩოს განათლების პროგრამების კოორდინატორი სოფო ბზიშვილი და საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების უნივერსიტეტების ინსტიტუციური განვითარების პროგრამების (UCBP) კოორდინატორი ნათია სირდაძე ეწვივნენ.
ბსუ-ს რექტორთან, ტიტე აროშიძესთან და უნივერსიტეტის მართვის ორგანოების წარმომადგენლებთან გამართლ შეხვედრაზე განიხილეს ბსუ-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. საუბარი ასევე შეეხო აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებულ პროგრამებს, რომელშიც აქტიურადაა ჩართული ბსუ-ს აკადემიური პერსონალი.
ვიზიტი გაიმართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროგრამის - „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (UCBP) - ფარგლებში, რომელსაც კოორდინაციას უწევს „საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების" (American Councils for International Education) საქართველოს ოფისი.
უკან |