„ერაზმუს+“-ისა და აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის სამინისტროს გაცვლითი პროგრამის კონკურსი ბსუ-ს სტუდენტებისთვის

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს სტუდენტებისთვის აცხადებს  საერთაშორისო მობილობის (ერაზმუს+;  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს პროგრამის -,,სწავლა საზღვარგარეთ“)  კონკურსს ევროპის უნივერისტეტებში მობილობის განსახორციელებლად 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის; დეტალური ინფორმაცია მიმღები უნივერსიტეტების და ვაკანტური ადგილების შესახებ იხ. დანართ #1/დანართი #2;

გთხოვთ, გაითვალისწინოთ (გადაამოწმოთ), რომ მიმღები უნივერსიტეტების და ვაკანტური ადგილების შესახებ ინფორმაცია შეიძლება განახლდეს.

საერთაშორისო მობილობის კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტი (სტუდენტი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • უნდა იყოს აქტიური სტატუსის მქონე ბსუ-ს სტუდენტი (გარდა პირველი და ბოლო სემესტრის სტუდენტისა - პირველი საფეხურის/ერთსაფეხურიანი/ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამების სტუდენტის შემთხვევაში და ბოლო სემესტრის სტუდენტისა - მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტის შემთხვევაში);
  • არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ერაზმუს მუნდუსის/ერაზმუს+/სამინისტროს შესაბამისი პროგრამის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე (გარდა მოკლევადიანი მობილობისა) - ბაკალავრიატი/ერთსაფეხურიანი/მაგისტრატურა/დოქტორანტურა (შენიშვნა: დასაშვებია სტუდენტმა მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო მობილობის სხვადასხვა კონკურსში).
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი ვადით არ უნდა იყოს ნაცხოვრები   (არ   უნდა   ჰქონდეს   გატარებული   12   თვეზე   მეტი) ევროკავშირის  ქვეყანაში;
  • საკონკურსო     განაცხადი     უნდა     შეიტანოს     იმ     საფეხურის  საგანმანათლებლო სტუდენტებისათვის განსაზღვრულ კონკურსში, რომელზეც ირიცხება სტუდენტი კონკურსის მიმდინარეობისას;
  • საკონკურსო   განაცხადის   წარდგენის   პერიოდისათვის   უნდა სწავლობდეს მასპინძელი უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ანალოგიურ/თავსებად პროგრამაზე (ძირითადი/major ან დამატებითი/minor) ბსუ-ში ან/და გადიოდეს შესაბამისი მიმართულების სასწავლო კურსებს (მათ შორის თავისუფალ კომპონენტებს).

კონკურსში მონაწილეობის მიზნით კონკურსანტმა (სტუდენტმა) უნდა წარმოადგინოს:

  • პირადობის მოწმობის ან საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე):

https://europass.europa.eu/en/create-europass-cv

  • მოტივაციის წერილი, არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • სოციალურ-ეკონომიკური ან ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი   ცნობა (არსებობის   შემთხვევაში),  ინგლისურ ენაზე თარგმანის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • სასწავლო ხელშეკრულება, შეთანხმებული გამგზავნი (მშობლიური) უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან (იხ. დანართი #3, დანართი#4);
  • კალავრიატის საფეხურის გავლის დამადასტურებელი დიპლომის დანართი ინგლისურ ენაზე -  მხოლოდ მაგისტრატურის პირველი სემესტრის სტუდენტებისთვის);
  • ისტრატურის საფეხურის გავლის დამადასტურებელი (ან მაგისტრთან გათანაბრებული) დიპლომის დანართი ინგლისურ ენაზე - მხოლოდ დოქტორანტურის პირველი სემესტრის სტუდენტებისთვის;
  • დაინტერესების/თანხმობის     წერილი     (Letter     of     Interest/ Letter of Acceptence)     მასპინძელი უნივერსიტეტიდან - მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის;
  • კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ერთი წლით ადრე აჭარის ა.რ. ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადაში (მხოლოდ აჭარის ა.რ. განათლების სამინისტროს პროგრამის - „სწავლა საზღვარგარეთ“)


    კონკურსის მონაწილე სტუდენტს უფლება აქვს შეიტანოს განაცხადი მისთვის სასურველ უნივერსიტეტებში (არაუმეტეს 3 უნივერსიტეტისა). ამ შემთხვევაში, კანდიდატმა განცხადებაში თავად უნდა განსაზღვროს პრიორიტეტები, ასევე ცალ-ცალკე უნდა წარმოადგინოს უნივერსიტეტების შესაბამი სამოტივაციო წერილები და სასწავლო ხელშეკრულებები.

 

კონკურსის ეტაპები სტუდენტებისთვის:

პირველი ეტაპი - დოკუმენტების მიღება:

2025 წლის  10 ოქტომბერი - 24 ოქტომბერი (15:00 საათამდე)

საერთაშორისო მობილობის კონკურსში კონკურსანტების დოკუმენტაციის მიღება ხდება ელექტრონულად, ბსუ-ს პორტალის კონკურსის გამოცხადების შესახებ ბსუ-ს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში და პირობებით.

ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე აპლიკანტმა განცხადებაში  რექტორის სახელზე უნდა მიუთითოს: ტელეფონის ნომერი (მოქმედი), ელ. ფოსტა (მოქმედი), უცხო ენის (ინგლისური) ტესტირების სასურველი ენა და დონე (B1/B2, მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად).

წარმოსადგენი დოკუმენტები უნდა აიტვირთოს ერთი ფაილის სახით (ZIP).

უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში სტუდენტი თავისუფლდება ტესტირებიდან.

ტესტირება უცხო ენაში (საგამოცდო ცენტრი):  2025 წლის 27 ოქტომბერი;

იმ სტუდენტებისთვის, ვინც წარმატებით გადალახავს დადგენილ ბარიერს ტესტირების დროს (მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 71 ქულა), დაინიშნება

მესამე ეტაპიც - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან: 2025 წლის 29 ოქტომბერი.

შესაძლებელია, მიმღები უნივერსიტეტი ინდივიდუალურად დაუკავშირდეს კონკურსანტებს და დამატებით ჩაუტაროს გასაუბრება.

საერთაშორისო მობილობის სტიპენდია მოიცავს: სწავლის საფასურისგან გათავისუფლებას; ყოველთვიურ სტიპენდიას; მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.

სტიპენდია არ ანაზღაურებს ვიზისა და საერთაშორისო დაზღვევის ხარჯს!

არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge

  დანართი 1
  დანართი 2
  დანართი 3
  დანართი 4
  სასწავლო პროგრამების კოდები
  Course fo Angel Kanchev Unievristy of Ruse
  Courses for Sarrland University
  Courses for University of Trieste
  Courses for University of Vigo
  Courses for WSB MERITO

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა