ბსუ-ს გამომცემლობა

გამომცემლობა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდეგში - ბსუ)  ადმინისტრაციის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულია, რომლის ძირითადი ამოცანაა უნივერსიტეტში ხარისხიანი სწავლებისა და სამეცნიერო კვლევების წარმართვის ხელშეწყობა.

გამომცემლობის ფუნქციებია:

ა) უნივერსიტეტის საგამომცემლო საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია, საქართველოს კანონმდებლობის, ბსუ-ს საგამომცემლო საქმიანობის მარეგულირებელი წესისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

ბ)  ბსუ-ს საგამომცემლო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ბსუ-ს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესისათვის საჭირო სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის (სახელმძღვანელო, ლექციების კურსი, დამხმარე სახელმძღვანელო, მონოგრაფია, სამეცნიერო ჟურნალი, ლექსიკონი, ატლასი, ალბომი, ცხრილები და სხვა) გამოსაცემად მომზადება;

გ) ბსუ-ს საგამომცემლო საქმიანობის მარეგულირებელი წესის შესაბამისად, ქართულ ენაზე თარგმნილი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესისათვის საჭირო უცხოური    სასწავლო      ან/და      სამეცნიერო      ლიტერატურის (სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო, ლექციების კურსი, სამეცნიერო ლიტერატურა - შემდგომში - ,,პუბლიკაცია“) გამოსაცემად მომზადება;

დ) დამკვეთთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე  ანაზღაურებადი სარედაქციო და საგამომცემლო საქმიანობის (არასაუნივერსიტეტო) განხორციელება;

ე) გამოსაცემი პროდუქციისთვის (ნაშრომის, წიგნის და სხვა) საერთაშორისო საგამომცემლო პრეფიქსის (ნომრის) და საგამომცემლო ნიშნის მინიჭების მიზნით საჭირო ქმედების განხორციელება, ასევე, ბსუ-ში გამოცემული პუბლიკაციისთვის (სასწავლო - სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო, ლექციების კურსი და სამეცნიერო ლიტერატურა) ბსუ-ს გრიფის მინიჭება (ბსუ-ს ლოგო და წარწერა - ,,გამომცემლობა ,,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“);

ვ) ბსუ-ს საგამომცემლო საქმიანობის მარეგულირებელი წესის შესაბამისად, ბსუ-ს საუნივერსიტეტო საგამომცემლო საბჭოს საქმისწარმოების კოორდინირება, მათ შორის, გარე რეცენზირების განმახორციელებელი პირზე შრომის ანაზღაურების გაცემის შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

ზ) ბსუ-ს მიერ გამოცემული ნაშრომების აღრიცხვის ჟურნალის წარმოება, ბსუ-ს საგამომცემლო საქმიანობის მარეგულირებელი წესის შესაბამისად;

თ) ბსუ-ში გამოცემული ნაშრომის ეგზემპლარების საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ISBN-ის, ISMN-ისა და ISSN-ის განყოფილებისთვის გაგზავნის ორგანიზება (ISBN - წიგნის საერთაშორისო სტანდარტული ნომრის და ISSN-სერიული გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომრის მინიჭების მიზნით) და შესაბამისი სამსახურებრივი ბარათის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისთვის წარდგენა;

ი) საქართველოს კანონმდებლობით ან/და უნივერსიტეტის მართვის ორგანოთა სამართლებრივი აქტებით/დავალებებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

 

გამომცემლობა უფლებამოსილია გამოსცეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო -კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული ლიტერატურა, კერძოდ:

 

ა) აკადემიური და სამეცნიერო წიგნები: სამეცნიერო ლიტერატურა (მათ შორის ნათარგმნი), ლექსიკონები, ცნობარები, დარგობრივი ლიტერატურა;

ბ) პერიოდული გამოცემები: სტუდენტური და დარგობრივი სამეცნიერო ჟურნალები, კონფერენციების მასალები და თეზისები;

გ) ყველა სახის ელექტრონული გამოცემები - პერიოდული, დარგობრივი, შემეცნებითი;

დ) საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე - კომერციული გამოცემები: თანამედროვე ლიტერატურა, ალბომები და გზამკვლევები, მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, ქართული კლასიკური ტექსტები, ნათარგმნი მხატვრული ლიტერატურა, საბავშვო წიგნები  და სხვა.

 

 

ბსუ-ს გამომცემლობის საკონტაქტო ინფორმაცია:

გამომცემლობის დირექტორი - ნანა ხახუტაიშვილი

ტელ: +995 599 28 55 02

ელფოსტაpublisher@bsu.edu.ge; nana.khakhutaishvili@bsu.edu.ge

მისამართი: ქ. ბათუმი,  ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32, 

 კორპუსი III, ოთახები N 310, და N 312.

ბსუ-ს გამომცემლობის დებულება (№07-01/37, 10.08.2023წ.)

ბსუ-ს საგამომცემლო საქმიანობის მარეგულირებელი წესი (N112, 30.11. 2017წ.)

  გამომცემლობის დებულება (№07-01/37, 10.08.2023წ.)

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა