20 ივნისი 2018 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დარეჯან ჯაშმა მონაწილეობა მიიღო პარიზში, Campus France-ის მიერ ორგანიზებულ რეგიონულ შეხვედრაში. ღონისძიება სოფლის მეურნეობის სფეროში უმაღლესი განათლებისა და კვლევის საკითხებს ეძღვნებოდა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სოფლის მეურნეობაში სპეციალიზებულ ფრანგულ, უკრაინულ, ყაზახურ, მოლდოვურ, სომხურ და უზბეკურ უმაღლეს დაწესებულებებთან. ღონისძიება მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის, აგრონომიის მიმართულებით ორმხრივი კავშირების გაძლიერებასა და ერთობლივი საერთაშორისო პროექტების დაგეგმვას.