19 თებერვალი 2019 წელი
18-19 თებერვალს პროფესორმა გიზო ფარცხალაძემ, ასოცირებულმა პროფესორმა გოჩა ჩავლეშვილმა და სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის სპეციალისტმა ხათუნა ხაბაძემ „Erasmus+“-ის„InnoCENS Project“ (Enhacing Innovation Competences and Entrepreneurial Skillsin Engineering Education – „ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო განათლებაში“) საგრანტო პროექტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაში. პროექტის მონაწილეებმა ღონისძიების ფარგლებში განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: INNOCENS და HERITAG პროექტების რეალიზაცია, ინოვაციური პედაგოგიკისა და კომპეტენციების შეფასება, ინოვაციებისა და ბიზნესის კონკურსი, ინოვაციების ცენტრის განვითარება.
ბსუ-ს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე წარადგინეს მოხსენება „ბსუ-ს ინოვაციების ცენტრისა და INNOCENS პროექტის განვითარების შესახებ“.
ვიზიტის ფარგლებში პროექტის მონაწილეებმა დაათვალიერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი და გაეცნენ მის საქმიანობას.