8 მაისი 2019 წელი
ბსუ-ს ინოვაციების ცენტრში „Erasmus+-ის” საგრანტო პროექტის „InnoCENS Project” (Enhancing Innovation Competence and Entrepreneurial Skills in Engineering Education - ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო განათლებაში) ფარგლებში ინოვაციური ბიზნესიდეების კონკურსი ჩატარდა. კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი 23 პროექტიდან საუკეთესოდ 12 დასახელდა. მეორე ეტაპზე გამარჯვებული პროექტები კომისიამ შეაფასა. კონკურსის მონაწილე გუნდებს გადაეცათ სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებულ გუნდს საკონკურსო კომისიასთან ერთად „Erasmus+-ის” საგრანტო პროექტის - „InnoCENS Project” საბჭო (ესპანეთი, შვედეთი) გამოავლენს. საუკეთესო ერთი პროექტი მონაწილეობას მიიღებს ესპანეთში, ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში დაგეგმილ ინოვაციური ბიზნესიდეების საერთაშორისო კონკურსში.