ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ბსუ-ს სან დიეგოს უნივერსიტეტის პრეზიდენტი ადელა დე ლა ტორე ეწვია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სან დიეგოს უნივერსიტეტის პრეზიდენტი ადელა დე ლა ტორე და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის  დეკანი საქართველოში ჰალილ გუვენი ეწვივნენ. უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან და ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანთან გიზო ფარცხალაძესთან გამართულ შეხვედრაზე დაიგეგმა ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება და გაცვლითი პროგრამების ამოქმედება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ბსუ-ს ქრომატოგრაფიული ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და ტექნოლოგიურ ფაკულტეტთან არსებულ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიას გაეცნენ.

ტექნოლოგიური ფაკულტეტის ინოვაციური პროექტების კონკურსის გამარჯვებულმა სტუდენტებმა: დავით დემურიამ,  თათია კახიძემ, ლაშა კურტანიძემ და საბა დოლიძემ სან დიეგოს უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებს საკუთარი პროექტები წარუდგინეს.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა