ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ბსუ-ს სტუდენტების წარმატება ესპანეთში ინოვაციური ბიზნესიდეების საერთაშორისო კონკურსზე

სურათი

10-13 სექტემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებმა: საბა დოლიძემ, ლაშა მუკუტაძემ და თათია კახიძემ თავიანთი გამოგონებით ვალენსიაში ინოვაციური ბიზნესიდეების  საერთაშორისო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. კონკურსზე სტუდენტებმა წარადგინეს მრავალფუნქციური კალამი (DELTA PEN), რომელიც 7 ნივთს აერთიანებს: საწერკალამი, სენსორული კალამი, ფანქარი, კალამი ტუში, მარკერი, მეხსიერების ბარათი, მობილური ტელეფონისა და პლანშეტური კომპიუტერის სადგამი. ბსუ-ს სტუდენტების გამოგონებამ ჟიურის წევრების მაღალი შეფასება დაიმსახურა და ერთ-ერთ საუკეთესო პროექტად დასახელდა.

ვალენსიაში ვიზიტის ფარგლებში ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა გიზო ფარცხალაძემ, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა გოჩა ჩავლეშვილმა და ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ხათუნა ხაბაძემ მონაწილეობა მიიღეს საგრანტო პროექტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაში, სადაც INNOCENS-ის გლობალურ კონკურსში მონაწილეობის, პროექტის ფინანსირების, საბოლოო ანგარიშის მომზადებისა და ნურ-სულთანში ფინალურ საპროექტო კონფერენციაში მონაწილეობის საკითხები განიხილეს.

 

ბსუ-ს წარმომადგენლები ესპანეთში მყოფ ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს ფირუზ მეხეშიძესა და სულხან ბოლქვაძეს შეხვდნენ. სტუდენტები ERASMUS+-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში   ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლიან.

კონკურსი ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში უნივერსიტეტში  ERASMUS+-ის საგრანტო პროექტის „InnoCENS Project“-ის (Enhacing Innovation Competences and Entrepreneurial Skills in Engineering Education (ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო  განათლებაში)“ ფარგლებში გაიმართა.

პროექტი ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე რექტორის ხოსე მილეტის,  InnoCENS საგრანტო პროექტის კოორდინატორის ჰუუან ფანის, ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრის წარმომადგენლებისა და საგრანტო პროექტის მონაწილეების იზრაელ გრიოლისა და ოსკარ მორანდის ორგანიზებით გაიმართა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა