7 აგვისტო 2020 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე ვიზიტით იმყოფებოდნენ სან დიეგოს უნივერსიტეტის დეკანი პროფესორი ჰალილ გუვენი, საერთაშორისო განათლების ცენტრის დირექტორი ნინო ჩინჩალაძე, ცენტრის პროგრამების მენეჯერი გაგა გიგიბერია და ცენტრის წარმომადგენელი ბათუმში ნინო ინაიშვილი.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს „სამოქალაქო ინჟინერიის“ საგანმანათლებლო პროგრამაზე საერთაშორისო (აშშ) ABET-ის აკრედიტაციის მიღებისათვის. აღნიშნული აქტივობის განხორციელებაში ბსუ-ს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სან დიეგოს უნივერსიტეტი.
შეხვედრაზე ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა პროფ. გიზო ფარცხალაძემ წარმოადგინა „სამოქალაქო ინჟინერიის“ საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია თემაზე: „სამოქალაქო ინჟინერია“ (Civil Engineering), რომელიც აგებული იქნა ABET-ის აკრედიტაციის მოთხოვნებზე.
მოხსენება გააკეთა სან დიეგოს უნივერსიტეტის დეკანმა პროფესორმა ჰალილ გუვენმა თემაზე: „როგორ უნდა იქნას განვითარებული მექანიზმები პროგრამებზე საერთაშორისო ხარისხის უზრუნველყოფისათვის“ (How to Develop a Mechanism for Program’s Internal Quality Assurance), რომელიც შეეხებოდა ABET-ის აკრედიტაციის მოთხოვნებს. საინფორმაციო მოხსენებებით გამოვიდნენ ქ-ნი ნინო ჩინჩალაძე, ქ-ნი ნინო ინაიშვილი და ბ-ნი გაგა გიგიბერია. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტი.