18 ნოემბერი 2020 წელი
ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების სტუდენტებმა, ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ წევრებმა ნინი გუჯაბიძემ, მარიამ გოგეშვილმა, ნინო ჩხარტიშვილმა და ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტმა ლანა მჟავიამ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწიეს უეფას ქალთა ჩემპიონატში. ქართველმა სპორტსმენებმა რუმინეთში გამართულ ქალთა ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში მასპინძელი ქვეყნის ჩემპიონი „კლუჟი“ დაამარცხეს ანგარიშით 1:0. „ლანჩხუთი“ პირველი ქართული საფეხბურთო კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს ულოცავს მნიშვნელოვან გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.