8 სექტემბერი 2025 წელი

2025 წლის მაისიდან სექტემბრის ჩათვლით, PEERS-ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე სტუმრად იმყოფებოდა ალაიზა დალ’ორსოლეტა - მინიოს უნივერსიტეტის (პორტუგალია) საინჟინრო სკოლის დოქტორანტი.
4-თვიანი აკადემიური ვიზიტის განმავლობაში ალაიზემ აქტიურად იმუშავა საქართველოს ენერგეტიკული სისტემებისა და გარდამავალი ენერგეტიკული პროცესების მოდელირების სფეროში.
მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სისტემების კვლევების განვითარებაში.
მისი საქმიანობა მოიცავდა შემდეგს აქტივობებს:
· საქართველოს ენერგეტიკისა და ელექტროენერგეტიკული სისტემების შესახებ მონაცემების შეგროვება და ანალიზი
· ეროვნული ენერგეტიკული პოლიტიკისა და შესაბამისი რაოდენობრივი მოდელების მიმოხილვა
· ჰიბრიდული მოდელირების ჩარჩოს შემუშავება და ვალიდაცია საქართველოს მაგალითზე
· ერთობლივი სამეცნიერო სტატიის მომზადება SDEWES-ის მე-20 კონფერენციისთვის (დუბროვნიკი, 2025 წლის ოქტომბერი)
ამასთან, ალაიზამ ჩაატარა სემინარები ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის, ასევე მიიღო მონაწილეობა ბსუ-ს საერთაშორისო საშტატო კვირეულისა და უნივერსიტეტის შესაძლებლობების განვითარების პროგრამის აქტივობებში. მისი ვიზიტის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იყო ენგურის კაშხლის მონახულება, რომელიც არის საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების ძირითადი კომპონენტი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კაშხალი. ვუხდით გულწრფელ მადლობას ალაიზას მისი ღირებული წვლილისთვის და პროფესიონალიზმისთვის. წარმატებას ვუსურვებთ სადოქტორო დისერტაციის მომავალ დაცვაში. ველით ბსუ-სა და მინიოს უნივერსიტეტს შორის მომავალ თანამშრომლობას!