ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ERASMUS + პროექტის GreenEngine ფარგლებში ბსუ-ს პროფესორების ვიზიტი ტაშკენტის კიმიოს უნივერსიტეტში

სურათი

2025 წლის 17-21 ნოემბერს ERASMUS+ პროექტის „კრეატიული ინჟინერიის განვითარება მდგრადი მწვანე სამყაროსთვის“  ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გაიოზ ფარცხალაძე და სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა გიორგაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ უზბეკეთის ტაშკენტის კიმიოს საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის პირველ საორგანიზაციო შეხვედრაზე.

შეხვედრაზე განხილული იყო პროექტის პრეზენტაცია, სამუშაო პაკეტები , მათი ამოცანები და მოსალოდნელი შედეგები, ასევე ფინანსური მართვის და ანგარიშგების პროცედურები. გაიმართა ინნო ტექნოპარკის ტური.

განხილული სამუშაო პაკეტები მოიცავდა:

  • პროექტის კოორდინაცია და მართვა; მართვის გეგმა
  • მიმდინარე სასწავლო პროგრამების ანალიზი და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკები; სამუშაო გეგმა და კვლევის კითხვარის მონახაზი
  • ინოვაციური სასწავლო პროგრამების შემუშავება; სამუშაო გეგმა
  • აკადემიური პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერება; ტრენინგ პროგრამის მონახაზი
  • განხორციელება; სამუშაო გეგმა
  •  სტუდენტების ზამთრის ბანაკი; სამუშაო გეგმა და პროგრამის მონახაზი
  • ხარისხის უზრუნველყოფა; ხარისხის უზრუნველყოფის გეგმა
  • გავრცელება და მდგრადობა; სამუშაო გეგმა და სტრატეგიის მონახაზი

 

შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის წევრები:

Tashkent Kimyo International University (KIUT) – ტაშკენტის საერთაშორისო ქიმიის უნივერსიტეტი (KIUT)

University of L’Aquila (UNIVAQ) – ლაკილის უნივერსიტეტი (UNIVAQ)

University of Ioannina (UoI) – იოანინას უნივერსიტეტი (UoI)

Mersin University (MEU) – მერსინის უნივერსიტეტი (MEU)

Central Asian University – ცენტრალური აზიის უნივერსიტეტი

Andijan Machine Building Institute (ASTI) – ანდიჯანის მანქანათმშენებლობის ინსტიტუტი (ASTI)

Georgian Technical University (GTU) – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU)

Akaki Tsereteli State University (ATSU) – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ATSU)

Batumi Shota Rustaveli State University (BSU) – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (BSU)

INNO Technopark under the Ministry of Higher Education – ინნო ტექნოპარკი უმაღლესი განათლების სამინისტროს ფარგლებში

Georgian Institute for Research & Innovation (GIRI) – საქართველოს კვლევისა და ინოვაციების ინსტიტუტი (GIRI)

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს GreenEngine პროექტის მართვის გეგმა, მიმდინარე სასწავლო პროგრამების ანალიზი, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკები და ინოვაციური სასწავლო პროგრამების განვითარების მიმდინარეობა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა