ტექნოლოგიური ფაკულტეტი

„Erasmus+“-ის LISS24 პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები ბსუ-ში

სურათი

ERASMUS+ საგრანტო პროექტის  „ინტენსიური განვითარების პროექტში სწავლა-ინოვაცია-გაყიდვა" (101128310-LISS24-ERASMUS-EDU-2023-CBHE Learn-Innovate-Sell-Succeed), LISS24 ფარგლებში  ბსუ-ს მიერ მომზადდა და გამოიცა „პროექტის პოპულარიზაციის“ სამუშაო პაკეტით გათვალისწინებული LISS24  პროექტის მეოთხე საინფორმაციო ბიულეტენი. ბროშურა იხილეთ ბმულზე:

https://liss24-am.liss24.com/media/Newsletter/BSU%20Newsletter%20final%20version2.pdf

https://liss24-am.liss24.com/Promotion/InfoBulletins

საინფორმაციო ბიულეტენი მოიცავს ბსუ-ს მოკლე ინფორმაციას, პროექტის მიზნებისა და ამოცანების მოკლე აღწერას, ტრენინგებსა და სხვა აქტივობებსა პროექტის დაწყებიდან დღემდე  და ასევე იმ შედეგებს რომელიც განხორციელდა LISS24  პროექტის ბსუ-ს სამუშაო გუნდის მიერ 2025 წელს, კერძოდ:

  1. LISS24 პროექტის ფარგლებში 2025 წლის 5 ივნისს ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე ჩატარდა ინოვაციების გაყიდვების კონკურსი. ინოვაციების კონკურსის ჩატარებისათვის შეიქმნა კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ბსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და დამსაქმებლები. თავდაპირველად მომზადდა Google Survey-ის სისტემაში პორტალი; დარეგისტრირდა 84 გუნდი, მათ შორის შეირჩა 34 გუნდი, რომელთაც პრეზენტაციის სახით წარადგინეს ბიზნეს იდეები. ამ გუნდებიდან შემდეგი ეტაპისთვის შეირჩა 30 გუნდი.  თითოეულ გუნდში მონაწილეობდა 2-4 სტუდენტი, (სულ 95 სტუდენტი). ინოვაციების გაყიდვები და ინოვაციების წარდგენა მოდელირებული იქნა შემდეგი სახით: ბსუ, სამშენებლო ან სხვა კომპანიები იყვნენ მყიდველის როლში, ხოლო გუნდიდან ერთი პიროვნება, იყო გამყიდველის როლში. მყიდველის პრობლემების იდენტიფიცირებისა და მისი დაინტერესების შემდგომ ხდებოდა გუნდის მიერ ინოვაციური ბიზნეს იდეის წარდგენა.
  1. პროექტი ფარგლებში შესყიდული იქნა ინოვაციების გაყიდვების ლაბორატორია (Sales Lab)
  • კომპიუტერულ ტექნიკაზე დაინსტალირდა შესყიდული მოწყობილობები და პროგრამული უზრუნველყოფა:
  • iMotions-ის პროგრამული უზრუნველყოფა და დაკავშირდა ლაბორატორიული მოწყობილობები
  • Eye-Tracking Device - მოდული მზერის თვალყურის დევნებისთვის,
  • Facial Expression Analysis - მოდული სახის გამომეტყველების ანალიზისთვის
  • Voice & GSR Sensors Module - ხმოვანი და GSR (გალვანური კანის რეაქცია) სენსორები).

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა