ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ბსუ-ში საფრანგეთის ანჟეს უნივერსიტეტის პროფესორმა რეგის ბარელმა საჯარო ლექცია გამართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტს „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში, საფრანგეთის ანჟეს უნივერსიტეტის პროფესორი რეგის ბარელი ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა ჩაატარა ლექცია, სწავლების თანამედროვე მეთოდების, ფიზიკის ლაბორატორიული სწავლების ინოვაციური მიდგომებისა და უმაღლეს განათლებაში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ. პროფესორმა რეგის ბარელმა სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს გააცნო ანჟეს უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ დანერგილი სწავლების პრაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს საგანმანათლებლო პროგრამების დაახლოებას შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, სტუდენტების პროფესიული კომპეტენციების განვითარებასა და სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების გაძლიერებას.

ლექციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „Bring Your Own Device“ (BYOD) მიდგომას, რომელიც სმარტფონებში ინტეგრირებული სენსორების გამოყენებით ლაბორატორიული ექსპერიმენტების ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობას იძლევა და ხელს უწყობს სტუდენტთა ციფრული და კვლევითი უნარების განვითარებას.

ვიზიტისას მხარეებმა განიხილეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ანჟეს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების, „Erasmus+“-ის ერთობლივი პროექტებისა და ახალი სამეცნიერო ინიციატივების განვითარების მიმართულებით.

პროფესორ რეგის ბარელის ვიზიტი უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და ხელს უწყობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, სწავლების ხარისხის ამაღლებასა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან თანამშრომლობის გაძლიერებას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა