ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ინოვაციების გაყიდვების კონკურსი

სურათი

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს ERASMUS+ საგრანტო პროექტი „ინტენსიური განვითარების პროექტში სწავლა-ინოვაცია-გაყიდვა" (101128310-LISS24-ERASMUS-EDU-2023-CBHE Learn-Innovate-Sell-Succeed), რომლის ფარგლებში 2026 წლის 9 ივლისს ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე ჩატარდა ინოვაციების გაყიდვების კონკურსი. კონკურსი მოიცავდა: გუნდების მიერ შემუშავებული ინოვაციური პროექტების წარდგენას, იდეის ინოვაციურობის და პრაქტიკული დანერგვის საჭიროებების განხილვას, რეალურ გარემოში მოლაპარაკების პროცესს და გაყიდვებს.

სტუდენტები ინოვაციების სასწავლო კურსის ფარგლებში მომზადნენ შემდეგ სასწავლო თემებში: მენტორობა, გუნდის ფორმირება, მომხმარებელთა სეგმენტაცია, ღირებული შეთავაზებები, კანვასი, კომპანიის ღირებულების სქემა, სამი ბარიერი და სხვა. ამის შემდგომ სტუდენტებმა შეისწავლეს მათ მიერ მომზადებული ინოვაციური პროდუქტების ინოვაციური გაყიდვების სისტემები, რომლებიც მოიცავდა შემდეგ თემებს: ინოვაციური გაყიდვების მეთოდები, პროცესები, მიზნები, საერთაშორისო გაყიდვების უნარები, არავერბალური კომუნიკაციები, მოლაპარაკებები, დისპოზიციები, მოთხოვნების იდენტიფიცირება და მოლაპარაკებების დახურვა.

ინოვაციების კონკურსის ჩატარებისათვის შეიქმნა კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ბსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და დამსაქმებლები. თავდაპირველად მომზადდა Google Survey-ის სისტემაში პორტალი, სადაც დარეგისტრირდა 21 გუნდი და მათ შორის წარსდგა 19 გუნდი, თითოეულ გუნდში მონაწილეობდა 2-4 სტუდენტი, სულ 68 სტუდენტი. ინოვაციების გაყიდვები და ინოვაციების წარდგენა მოდელირებული იქნა შემდეგი სახით: ბსუ, სამშენებლო ან სხვა კომპანიები იყვნენ მყიდველის როლში, ხოლო გუნდიდან ერთი პიროვნება, სავარაუდოდ ჰასლერი, იყო გამყიდველის როლში. მყიდველის პრობლემების იდენტიფიცირებისა და მისი დაინტერესების შემდგომ ხდებოდა გუნდის მიერ ინოვაციური ბიზნეს იდეის წარდგენა.

გუნდების მიერ კონკურსზე წარდგენილი იქნა შემდეგი ინოვაციური თემატიკები:

  • მულტიფუნქციური სახაზავი არქიტეტორებისთვის;
  • აპლიკაცია არქიტექტორებისთვის, სადაც განათავსებენ თავიანთ პროდეუქტებს;
  • ჭკვიანი ყელსაბამი ძაღლებისთვის (ჯანმრთელობის მონიტორინგი);
  • ექიმთან ვიზიტის დაჯავშნის აპლიკაცია;
  • საამშენებლო სივრცის ავტომატური გეგმარება;
  • ქვის ფურცელი;
  • სამშენებლო ხელოსნებისა და მუშახელის რეიტინგის პლატფორმა;
  • საამშენებლო ნარჩენის გაყიდვის პლატფორმა;
  • საამშენებლო მონიტორინგი დრონების დახმარებით;
  • ცოდნისა და უნარების ურთიერთგაცვლის პლატფორმა;
  • 3D პროექციული დრონი;
  • ჭკვიანი პარკინგის სისტემა

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა