ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტების გუნდმა ერევანში გამართულ კონკურსზე მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებმა: გიორგი ბრუნჯაძემ,  ლიზი გოგიტიძემ და ელენე ქობალიამ „ერაზმუს+”-ის  ინსტიტუციური განვითარების პროექტის „სწავლა-ინოვაცია-გაყიდვა-წარმატება (LISS24)” ფარგლებში, ქალაქ ერევანში საერთაშორისო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. 2026 წლის 24-25 ივნისს სომხეთის ქალაქ ერევანში კერძოდ კი ,,NUACA’-ს სახელმწიფო უნივერსიტეტში’’ LISS24 და ERASMUS+ ის საგრანტო პროექტის ფარგლებში გაიმართა B2B გაყიდვების და Open Eyes სტუდენტური კონკურსი და ღონისძიებები. 

ქალაქ ერევანში გამართულ კონკურსში მონაწილეობდა 6 უნივერსიტეტის 18 სტუდენტი. კონკურსანტთა გადანაწილება მოხდა სამ ინდივიდუალურ ჯგუფში. სადაც განთესილი იყვნენ ცალკეული უნივერსიტეტის თითო სტუდენტი. ბსუ-ს გუნდის წევრებმა ჟიურის მაღალი შეფასება დაიმსახურეს და შესაბამისად ჯგუფური ეპატის შეჯიბრიდან სამივე სტუდენტი თავიანთი ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე პირველი ადგილით გადავიდა.

ფინალური ეტაპის ჟიური დაკომპლექტებული იყო ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებით და დარგის სპეციალისტებით. ჟიურის გადაწყვეტილებით, ფინალურ ეტაპზე მონაწილეთაგან საპრიზო მეორე ადგილი დაიკავა ბსუ-ს გუნდის წევრმა ელენე ქობალიამ. 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა