ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ბსუ-ს უკრაინის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ბორის ვორონცოვი ეწვია

სურათი

7-18 სექტემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს იგორ სიქორსკის სახელობის კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის, სასწავლო-სამეცნიერო მექანიკისა და მანქანათმშენებლობის ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრის პროფესორი, ბორის ვორონცოვი ეწვია. ვიზიტი 2025 წელს ბსუ-სა და  უკრაინის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შედგა და მას შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები აქტიურად ახორციელებენ აკადემიურ და სამეცნიერო თანამშრომლობას.

პროფესორი ბორის ვორონცოვი გაეცნო ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის კათედრების საქმიანობასა და თანამედროვე ლაბორატორიებს, ასევე საქართველოს უნივერსიტეტებში ქარის ტურბინებთან დაკავშირებულ მიმდინარე კვლევებს და საინფორმაციო ტექნოლოგიებს, რომლებიც ტურბინებისა და მათი კომპონენტების დაპროექტების, კვლევისა და წარმოების პროცესში გამოიყენება.

ბსუ-ის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ გაიოზ ფარცხალაძის, პროფესორ გოჩა ჩავლეშვილის, დოქტორანტებისა და სტუდენტების მონაწილეობით ჩატარდა კონსტრუქციების კომპიუტერული მოდელირებისა და ავტომატიზებული დაპროექტების წინასწარი სიმულაციები. ასევე გაიმართა სამუშაო შეხვედრები კომპიუტერული პროგრამა LIRA-ს წარმომადგენლებთან, პროფესორ ვლადიმერ ვორონცოვის ჩართულობით.

მემორანდუმის ფარგლებში უკვე განხორციელდა არაერთი აკადემიური აქტივობა, მათ შორის მხარეთა მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სამეცნიერო-კვლევითი ჟურნალების სარედაქციო საქმიანობაში ჩართულობა და სხვა ერთობლივი აკადემიური ინიციატივები.

აღნიშნული აკადემიური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს კვლევითი პოტენციალის განვითარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა