ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მენეჯმენტის დეპარტამენტი შეიქმნა საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტთან 2006 წელს, როდესაც ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტი შეუერთდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
	2006 წლიდან 2010 წლამდე დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა პროფესორი ზურაბ მეგრელიშვილი, 2010 წლიდან 2013 წლამდე - ასოც. პროფ. ნორა მამულაიშვილი, 2013 წლიდან დღემდე პროფ. ზურაბ მეგრელიშვილი.
	დეპარტამენტის სპეციალისტი მზიური შავაძე 2006 წლიდან დღემდე.
	დეპარტამენტი ახორციელებდა და ახორციელებს შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს:
	 
	საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:
	1.         ნავთობგაზსადენებისა და ნავთობგაზსაცავების მშენებლობა, დაპროექტება,
	ექსპლუატაცია (2008 წლამდე);
	2. ნავთობისა და გაზის ტექნოლოგია (2010 წლამდე);
	3. სამთო და გეოინჟინერია (2010 წლიდან დღემდე);
	სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:
	1. ნავთობგაზსადენებისა და ნავთობგაზსაცავების მშენებლობა, დაპროექტება,
	ექსპლუატაცია (2010 წლამდე);
	2. ნავთობისა და გაზის მოპოვების, ტრანსპორტირებისა და შენახვის ტექნიკა და ტექნოლოგიები (2011 წლიდან დღემდე).
	დეპარტამენტში მუშაობს 1 პროფესორი (ზურაბ მეგრელიშვილი), 2 ასოცირებული პროფესორი (ნორა მამულაიშვილი, დავით ჩხაიძე),  2 ასისტენტ პროფესორი (მადონა ლორია, ნინო დონდოლაძე) და მოწვეული მასწავლებლები (ნარგიზ მეგრელაძე, ნინო მეგრელიშვილი, ნანა დონდოლაძე).