12 ნოემბერი 2015 წელი
ტექნოლოგიური ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებს თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რეგიონში მოქმედი სატელეკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლები შეხვდნენ. დამსაქმებლებმა, სატელეკომუნიკაციო კომპანია “სილქნეტის“ სერვის-ცენტრის უფროსმა ნუგზარ ნაკაშიძემ, კომპანია “სილქნეტის“ ტელეკომუნიკაციის განვითარებისა და მომსახურების ცენტრის უფროსმა რევაზ კომახიძემ და სატელეკომუნიკაციო კომპანია „TV-ერა“-ს ტექნიკური სამსახურის უფროსმა ნუგზარ ჭედიამ ახალგაზრდებს გააცნეს დარგის მნიშვნელოვანი საკითხები გააცნეს. ისაუბრეს ტელეკომუნიკაციის მიმართულების როლსა და ფუნქციებზე გლობალური სატელეკომუნიკაციო სივრცისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში. შეხვედრის დასასრულს, მხარეები სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე შეთანხმდნენ.