ტექნოლოგიური ფაკულტეტი

FAB LAB BSU - მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის პრეზენტაცია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში FAB LAB BSU -ს გამოფენა-პრეზენტაცია გაიმართა. გამოფენაზე ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტების მიერ საინჟინრო გადაწყვეტილებების მოდელირებით, სასწავლო პროცესში განხორციელებული პროექტები, შენობა-ნაგებობის მაკეტები, მოძრავი მექანიზმები, კონსტრუქციები, დეკორაციული ნივთები და სხვადასხვა სახის სუვენირები იყო წარმოდგენილი. ექსპოზიციაზე ასევე სტუდენტების ბიზნეს სტარტაპის პროექტი -„პირველი ლონგბოარდი საქართველოში“ გამოიფინა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს ფაბლაბის მუშაობის პროცესის, ძირითადი მიზნების, ფუნქციებისა და შესაძლებლობების გაცნობა შეეძლო. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, დეტალური ინფორმაცია მიეღო თუ როგორ განეხორციელებინა იდეები ფაბლაბთან ერთად, შეემუშავებინა ერთობლივი პროექტები, განევითარებინა ინოვაციური კუთხით და ექცია იგი კონკრეტულ პროდუქტად.

გამოფენაზე, უნივერსიტეტმა რეგიონში მოქმედ მედია საშუალებებს ლაბიორატორიაში დამზადებული ლოგოები გადასცა საჩუქრად.

,,ფაბლაბი“ თანამედროვე ციფრული ტექნიკით: 3D პრინტერებით, ლაზერული მჭრელებით და უახლესი დაზგა-დანადგარებით აღჭურვილი ლაბორატორიაა, რაც სტუდენტებსა და ნებისმიერ მსურველს საკუთარი იდეისა და პროექტის განხორციელების საშუალებას აძლევს.

ლაბორატორია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე 2015 წელს გაიხსნა. ამჟამად, მიმდინარეობს FAB LAB BSU-ს საერთაშორისო ქსელში ჩართვა, რაც ხელს შეუწყობს აქ გაჩენილი ინოვაციური იდეებისა და პროექტების საერთაშორისო ასპარეზზე გატანას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა