აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

სამეცნიერო ექსპედიცია თურქეთში მდებარე ქართულ ისტორიულ რეგიონებში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის თანამშრომლები: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი მერაბ არძენაძე და აგრონომი თეიმურაზ გორგილაძე  მიმდინარე წლის 22 სექტემბრიდან  24 სექტემბრამდე სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდნენ აჭარის მოსაზღვრე თურქეთის ტერიტორიაზე,  ისტორიულ სამხრეთ საქართველოში.

ექსპედიციის მიზანი იყო ძველი ქართული ადგილ-დასახელების სოფლებში შემორჩენილი ვაზის ენდემური ჯიშების და ფორმების მოძიება,  საკოლექციო მასალის მოპოვება, მათი რეინტროდუქცია საქართველოში, შემდგომში კოლექციის გაშენებისა და ჯიშების იდენტიფიკაციის ჩასატარებლად ნარგაობის დაფუძნება.

გამგზავრებამდე ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები ინფორმაციის შეგროვების მიზნით, რომელიც საჭირო იყო სამივლინებო პერიოდის  ეფექტურობისათვის: პირველ რიგში ყურადღება დაეთმო აჭარის ვაზის გაფანტული გენოფონდის გამოვლენას.

ამიტომ ექსპედიციის წევრები სამუშაო პროცესში ძირითადად არჩევდნენ იმ ჯიშებს, რომლებიც მორფოლოგიური თვისებებით ემსგავსებოდა საქართველოს ამა თუ იმ რეგიონის ჯიშებს: აჭარულს, მესხურს, კოლხურს და სხვ.

ექსპედიციამ შემოიარა ძირითადად ქართველებით დასახლებული ართვინისა (ბერთა, გვერდა ხევი), ბორჩხის(იბრიკლი, ნიგეა),  შავშეთისა (შინდობანი, მოხობანი) და იმერხევის სოფლები (შერთული, ორთაკოი) და მათი შემოგარენი, მდინარეებისა და ტყის მიმდებარე ტერიტორიები.

გენოფონდის შეგროვების მიზნით, კარდაკარ სიარულმა საშუალება მოგვცა კონტაქტი გვქონოდა ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომლებიც თავის თავს მესხებს უწოდებენ, მათი  სალაპარაკო ენა ქართულია (მესხური დიალექტი).

სამდღიანი ექსპედიცია წარმატებით ჩატარდა. აღმოჩენილი იქნა ადგილობრივი გენოფონდის 30-ზე მეტი სავარაუდო ჯიში და ფორმა: შავი საღვინე, თეთრი საღვინე, იისფერი სასუფრე, შავი სასუფრე, ველური ფორმა შავი ოვალური მარცვლებით. აღებული იქნა თითოეული ნიმუშის გენეტიკური მასალა (ნაყოფი-ყურძენი, ფოთოლი, სანამყენე მასალა), დაინომრა სათანადო ეტიკეტებით, გადაღებული იქნა ფოტო და ვიდეო მასალა,  ჩატარდა ნაწილობრივი ამპელოგრაფიული კვლევითი სამუშაოები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა