
2026 წლის 29 აპრილს განხორციელდა სამეცნიერო-საველე ექსპედიცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევრების, სპეციალისტების, სტაჟიორებისა და აგრარული მიმართულების სტუდენტების მონაწილეობით.
ექსპედიციის მიზანს წარმოადგენდა აგრარული და კვების პროდუქტების ტექნოლოგიების განყოფილების თემატური გეგმით გათვალისწინებული კვლევითი ამოცანის - „აჭარის ნაჩაიარი ნიადაგების ნაყოფიერების შესწავლა და ალტერნატიული სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანის რეკომენდაციების შემუშავება“ ფარგლებში ნიადაგის ნიმუშების აღება, მათი შემდგომი ლაბორატორიული კვლევისთვის.
ნიადაგის ნიმუშები აღებულ იქნა ყამირი, ნაჩაიარი და ამჟამად სასოფლო-სამეურნეო კულტურებით დაკავებული ლოკაციებიდან, კერძოდ: ფიტოსაცდელი ნაკვეთიპათოლოგიის და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის საცდელი ნაკვეთი; აგროსერვის ცენტრის ჩაქვის სანერგე მეურნეობა; ამავე ცენტრის გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა; ასევე ოჩხამურის ყოფილი სახელმწიფო მეურნეობის ტერიტორია.
ნიმუშების შესაბამისი დამუშავების შემდგომ, ინსტიტუტის ლაბორატორიაში განხორციელდება მათი ხარისხობრივი მაჩვენებლების კვლევა, რომელიც მოიცავს აგროქიმიურ, მულტიელემენტურ და მიკრობიოლოგიურ ანალიზებს. აღნიშნული კვლევები მიზნად ისახავს ნიადაგების მიმდინარე ნაყოფიერების დონის შეფასებას და მათზე ალტერნატიული სასოფლო-სამეურნეო კულტურების (ვაზი, კივი, ფეიჰოა, მოცვი, ხეხილი) მოყვანისთვის მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების შემუშავებას.
ექსპედიციაში მონაწილეობდნენ: აგრარული და კვების პროდუქტების ტექნოლოგიების განყოფილების ხელმძღვანელი - ზურაბ მიქელაძე; მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - ნინო კიკნაძე; აგრონომი - თემურ გორგილაძე; განყოფილების სტაჟიორები - სალომე ჯორბენაძე და გიორგი კილასონია; სპეციალისტი - მარიამ გოგიტიძე; აგრარული მიმართულების სტუდენტი - გიორგი სალუქვაძე.
| უკან |






