„კაცი, რომელსაც უკან მიხედვის არ ეშინია“ რაჟდენ ფუტკარაძე - 80

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის გამგეობის წევრი და შუახევის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება „სამშობლოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი, საპატიო შუახეველი, საპატიო მარეთელი და რაც მთავარია - კარგი ქართველი, ბატონი რაჟდენ ფუტკარაძე 80 წლისაა.
ამბობს, რომ ყოველდღიურ საქმიანობაში, რწმენა ყველაზე მეტად ეხმარება. მტკივნეულად განიცდის, როცა ატყუებენ. გაბრაზებას არასოდეს გამოხატავს ყვირილით. ადამიანს შეცდომას აპატიებს, თუმცა ღალატს - ვერა. „კაცმა ისე უნდა იცხოვროს, დარწმუნებული იყოს, რომ მისი შთამომავლობა ღირსეულად და სამართლიანად ივლის მის ნაკვალევზე. კი ამბობენ ცხოვრება წამიაო, მაგრამ 80 წელიწადი, ჩემი გაგებით, ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი დროა“, - აღნიშნავს გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტთან“ საუბრის დროს სიტყვაუხვი რესპონდენტი. მიმდინარე წლის 10 ივნისს, იუბილარი ბატონი რაჟდენი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის კაბინეტში, მომავალ იურისტებს ლექციას უკითხავდა. ჭარმაგი პროფესორისთვის საიუბილეო თარიღი მიზეზი არ არის... ბატონო რაჟდენ, გილოცავთ იუბილეს. კიდევ ბევრი თაობა აღგეზარდოთ.