სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება - ბსუ

ზოგადი ინფორმაცია

სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება - ბსუ  არის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ატარებს სამეცნიერო კონფერენციებს, ინტელექტუალურ თამაშებს, კონკურსებს და ზრუნავს სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებაზე. საზოგადოების ორგანიზებით, ყოველწლიურად იმართება რეფერატულ ნაშრომთა კონკურსი, სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, საჯარო ლექციები, სესიები და დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, შემეცნებითი ღონისძიებები, ასევე პერიოდულად გამოიცემა სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომები.

სამეცნიერო საზოგადოების უმთავრესი მიზანია, დაეხმაროს სტუდენტებს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის გამოცდილების მიღებასა  და  ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებაში. სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება  ხელს უწყობს ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციასა და სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირებას. იგი ასევე უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას სამეცნიერო კონფერენციებში  და ახორციელებს სასწავლო-სამეცნიერო და შემოქმედებითი ღონისძიებებს. სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების მიზანია ასევე, დაამყაროს ურთიერთობები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთან, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი დაარსდა 2010 წელს. 2010-2011 წლებში ცენტრს  ხელმძღვანელობდა თამაზ დარჩიძე, 2011-2013 წლებში რომან ლაზუტკინი, 2014-2017 წლებში გვანცა თურმანიძე.  2017 წელს სამეცნიერო ცენტრის ბაზაზე დაარსდა სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება, რომელსაც  2017-2018 წლებში  ხელმძღვანელობდა დავით ბალაძე, 2019-2020 წლებში არჩილ ბერიძე და 2020  წლიდან - დღემდე ხელმძღვანელობს მარიკა ბროლაძე.

სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების  Facebook გვერდი: სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება - ბსუ


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა