23 მარტი 2015 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ბათუმის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენეს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ეზოდან მსვლელობა მოაწყვეს, მემორიალური ქვა ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს. ღონისძიება სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების სამსახურისა და სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. 1921 წლის 23 მარტს იუნკერები საქართველოს ერთიანობისთვის წარმოებულ უთანასწორო ბრძოლაში ჩაებნენ. საბრძოლო მოქმედებების დროს 50 ქართველი მეომარი დაიღუპა.