დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური თამაში ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებაში ქალაქ ბათუმის ოცდათორმეტი საჯარო და კერძო სკოლის 130-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. კომპეტენტური ჟიურის შეფასებით, პირველი ადგილი მეთხუთმეტე საჯარო სკოლის გუნდმა „გლადიატორმა“ დაიკავა, მეორე ადგილი პირველი სკოლის გუნდმა „პირველებმა“ მოიპოვა და მესამე ადგილი მეშვიდე სკოლის გუნდ „პეტრას“ ერგო. ინტელექტუალური თამაშის მონაწილე ყველა ნაკრებს სერტიფიკატები გადაეცა, ხოლო სამ საკუთესო გუნდს სამახსოვრო საჩუქრები და ერთდღიანი ისტორიული შემეცნებითი ტური ქუთაისში.
შეჯიბრი ბსუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებითა და ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, სტუდენტთა მხარდაჭერის და მომსახურების სამსახურის, სტუდენტური თვითმმართველობის, ბათუმის ბოტანიკური ბაღის, ბათუმის ავტოტრანსპორტის, კინოთეატრ „აპოლო-ბათუმის“ მხარდაჭერით გაიმართა.
უკან |