9 აპრილი 2015 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა 1989 წლის 9 აპრილს მთავრობის სასახლესთან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირები გაიხსენეს. სტუდენტთა კონფერენციაზე ახალგაზრდებმა 26 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე მოხსენებები წარმოადგინეს და ისტორიული დღის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. სესიის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტის ფოიეში ტრაგიკული მოვლენების ამსახველი ფოტოქრონიკის ჩვენება შედგა. სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს 9 აპრილის ღამეს დაღუპულ მამულიშვილებს, მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად სანთლები დაანთეს, ზღვისპირა პარკში მემორიალი ტიტებითა და გვირგვინით შეამკეს.