
4 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნატოს კვირეული ინტელექტუალური თამაშით - „NATO- OTAN“ -ით გაიხსნა. საგანმანათლებლო-შემეცნებით ინტელექტუალურ თამაშებში ბათუმის 21 სკოლის 100 -ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო. პროექტის მიზანი მოსწავლეების ინფორმირება NATO-ს მიზნებისა და ამოცანების, NATO-საქართველოს ურთიერთობების მიმდინარე პროცესებისა და გლობალური უსაფრთხოების მშენებლობაში საქართველოს როლის შესახებ გახლდათ. „NATO – OTAN“ „ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის“ აჭარის ბიუროს ინიციატივით, ბსუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრისა და ბსუ -ს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მხარდაჭერით გაიმართა. პირველი ადგილის მფლობელი "ევრო-2000-ის" გუნდი გახდა, მეორე და მესამე ადგილები სკოლა "ნიკემ" და მე-8 საჯარო სკოლის გუნდებმა გადაინაწილეს. გამარჯვებული გუნდები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
უკან |