2019 წლის 18 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ეკონომიკის ფაკულტეტებთან თანამშრომლობით ორგანიზებას უწევს ყოველწლიურ ერთობლივ სტუდენტურ კონფერენციას “კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები”.
კონფერენცია მოიცავს ხუთ სესიას:
• ეკონომიკა,
• საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკის მეცნიერება,
• საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა,
• ჟურნალისტიკა
• ინტერდისციპლინური სესია.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს და მაგისტრანტებს საქართველოში აკრედიტებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებიდან.
უკან |