სამეცნიერო კვლევები

თხევადი გარემოს დიაგნოსტიკა სითხის მოცულობიდან გაბნეული ნაწილობრივ კოჰერენტული ტალღების ინტენსივობის კორელაციის ფუნქციის შეფასების საფუძველზე

სამეცნიერო პროექტის დასახელება: თხევადი გარემოს დიაგნოსტიკა სითხის მოცულობიდან გაბნეული ნაწილობრივ კოჰერენტული ტალღების ინტენსივობის კორელაციის ფუნქციის შეფასების საფუძველზე

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ფიზიკის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი კახა მახარაძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: სრული პროფესორი ჟუჟუნა დიასამიძე , მირანდა ხაჯიშვილი მოწვეული მასწავლებელი, სტუდენტი დემიდ ფასიეშვილი

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2019 წ.

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა:
წარმოდგენილი პროექტის აქტუალობა განპირობებულია მრავლად არსებული ჯერჯერობით ბოლომდე გადაუწყვეტელი კომპლექსური, ეკოლოგიური და ფუნდამენტური ამოცანებით, როგორც გლობალურად, ასევე განსაკუთრებით საქართველოს რეალობაში. ამ ამოცანათაგან პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თხევადი გარემოს დიაგნოსტიკას სითხის მოცულობიდან გაბნეული ნაწილობრივ კოჰერენტული ტალღების ინტენსივობის კორელაციური ფუნქციის შეფასების საფუძველზე.

პროექტის  მიზანია  აგებული  იქნას  სპექტრომეტრული  დანადგარი  სითხის მოცულობიდან ნებისმიერი მიმართულებით გაბნეული ნაწილობრივ კოჰერენტული სიგნალების რეგისტრაციის შესაძლებლობით. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, პროექტის მიზანია სიგნალის შეფასება საყრდენ სიგნალთან მიმართებაში და საკვლევი ნივთიერების ანიზოტროპული სტრუქტურის შესწავლა, რაც თვისობრივად სიახლეა. პროექტის მიზანია დამუშავებული  იქნას  გარემოს  მონიტორინგისა  და  დიაგნოსტიკის  ეფექტური  და ექსპრესული მეთოდი და შემუშავდეს წინადადებები გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური სამსახურებისათვის.

პროექტის ფარგლებში იგეგმება ფუნდამენტური კვლევების შესრულება ითვალისწინებს ექსპერიმენტული დანადგარის აგებას, ნატურალური ექსპერიმენტის ჩატარებას, რიცხვითი გამოთვლების შესრულებას და მოდელირებას.

ამოცანა 1. სპექტრომეტრული დანადგარის აგება.

ამოცანა2. გაბნეული სიგნალის გრაფიკული სურათის ფორმირება.

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
დადგინდება და გაანალიზდება სინათლის საყრდენ სხივსა და ნიმუშიდან გაბნეული ნაწილობრივ კოჰერენტული გამოსხივების ინტენსივობის კორელაციურ ფუნქციას შორის კავშირი. ეს მნიშვნელოვანია ნიმუშის სტატისტიკური, ანიზოტროპული სტრუქტურის მახასიათებლების ექსპრესული და ეფექტური შეფასების თვალსაზრისით.

პროექტის გამოყენებითი ნაწილი   შესაძლოა გახდეს   გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, აგრეთვე სხვა ეკოლოგიური სამსახურების წინაშე მნიშვნელოვანი ამოცანის, როგორიცაა, წყლიანი გარემოს ექსპრესული და ეფექტური დიაგნოსტიკა, ეფექტური გადაწყვეტის ერთ–ერთი საშუალება.

პროექტის თეორიული ნაწილი მნიშვნელოვანია ზოგადად მეცნიერების იმ დარგებისათვის, რომლებიც სწავლობს ელექტრომაგნიტური ტალღების გაბნევისა და გამოსხივების საკითხებს რეალურ გარემოში, რომელიც სტატისტიკური თვალსაზრისით შემთხვევითად–არაეთგვაროვანია. ცხადია ზოგადი ერთიანი თეორიული მოდელი არ არსებობს. ჩვენს მიერ შესრულებული  ანალიზური და რიცხვითი ექსპერიმენტის შედეგები უდავოდ იქნება ღირებული ინფორმაცია გაბნეული სიგნალების სტატისტიკური მახასიათებლების ანალიზის კუთხით.

პროექტით მოსალოდნელი შედეგები მნიშვნელოვანი იქნება დაბინძურების მონიტორინგისა  და  იდენტიფიკაციის კუთხით.  შედეგები შეიძლება გამოყენებული იქნას სპექტროსკოპიაში, ფიზიკურ ეკოლოგიაში, სტატისტიკურ რადიოფიზიკაში.

პროექტი ხელს შეუწყობს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განხორციელებას.
პროექტის  ფარგლებში  ფუნდამენტური  კვლევები  შეიძლება  გახდეს  საფუძველი გამოყენებითი კვლევებისა, რომლებიც მიმართული იქნება გენერირებული ციფრული იმპულსის სივრცე-დროითი ევოლუციის დადგენის საფუძველზე გარემოს (სტატისტიკური მახასიათებლების) დიაგნოსტიკისაკენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკოლოგიური სამსახურებისათვის.

ჩვენი ჯგუფი ცრდილობს შექმნას კომპლექსური ეკოლოგიური ამოცანების ეფექტური
და  ექსპრესული  კვლევის  რეგიონალური  ცენტრი  ეტაპობრივად  შეძენილი ლაბორატორიული აღჭურვილობის, გამზომი ხელსაწყოების, დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების და რა თქმა უნდა სამეცნიერო პროდუქტის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობის, პოპულარიზაციის და დანერგვის გზით.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა