სამეცნიერო კვლევები

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ეროვნული უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებზე

20 ივლისს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ორგანიზებით გაიმართება სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია  ეროვნული უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებზე. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტორანტებსა და დოქტორის ხარისხის მქონე პირებს.


კონფერენცია წარიმართება შემდეგი სექციების მიხედვით:

პირველი სექცია - გლობალიზაცია თუ სუვერენიტეტი;
მეორე სექცია - ეროვნული უსაფრთხოება ადამიანის უფლებების საპირისპიროდ;  მესამე სექცია - ეროვნული უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკა; 
მეოთხე სექცია - სამხედრო საფრთხეები და მათი გადაჭრის გზები.


მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ ნაშრომის შესრულების
სტანდარტის მიხედვით, მიმდინარე წლის 1 ივნისამდე აკადემიის ოფიციალურ
ელექტრონულ მისამართზე:  conference@eta.edu.ge

გთხოვთ, იხილოთ მიბმული ფაილი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა