სამეცნიერო კვლევები

„ევროპარლამენტის TermCoord-ისა და ბსუ-ს corpus.bsu.edu.ge-ს ტერმინოლოგიური კოორდინაცია“

სამეცნიერო პროექტის დასახელება: „ევროპარლამენტის TermCoord-ისა და ბსუ-ს corpus.bsu.edu.ge-ს ტერმინოლოგიური კოორდინაცია“

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი:  ზეინაბ გვარიშვილი

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი:

ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასოც. პროფესორი ზ. გვარიშვილი

ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასოც. პროფესორი ჟ. გუმბარიძე

ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასოც. პროფესორი ხ. ბერიძე

ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასოც. პროფესორი ი. დიასამიძე

ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასოც. პროფესორი ნ. ქათამაძე

ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასოც. პროფესორი  ლ. თავაძე

ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასისტ. პროფესორი ლ. დავითაძე

ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასისტ. პროფესორი  შ.როდინაძე

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლინგვისტიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის  სტუდენტი თ. გორაძე

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის განათლების მეცნიერებების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ლ. მაღულარია

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო  პროგრამის მეოთხე სასწავლო წლის სტუდენტი მ. ბედინაძე

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე სასწავლო წლის სტუდენტი ც. კახაძე

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 12 თვე

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა

  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ლინგვისტური და მთარგმნელობითი თვალსაზრისით გულისხმობს მასში გამოყენებული და  ევროკავშირში მოქმედი ტერმინოლოგიის ჰარმონიზაციას, რომლის პირველი ეტაპი ტერმინთა კოორდინაციაა.  ტერმინოლოგიური კოორდინაციის პრობლემა უაღრესად აქტუალურია, რადგან, საბჭოთა პერიოდში იდეოლოგიური ზემოქმედების შედეგად მოხდა ტერმინოლოგიის ჩანაცვლება: რუსული სამეცნიერო-ტერმინოლოგიური ლექსიკონები შეივსო არა ეტიმოლოგიურად კლასიკური ენებიდან ნაწარმოები (ლათინურ-ბერძნული) ტერმინებით, არამედ რუსიფიცირებული ტერმინებით. შედეგად, სხვადასხვა სამეცნიერო-ტექნიკური, ეკონომიკური, კულტურული, სამედიცინო, იურიდიული, განათლების, ტექნოლოგიური და ა. შ. ტერმინი ქართულ ენაში დამკვიდრდა არა კლასიკური ენების სიტყვაწარმოების/ტერმინწარმოების საფუძველზე, არამედ საბჭოთა სისტემაში დამკვიდრებული ტერმინოლოგიის მიხედვით. გარდა ამისა, ინგლისური ენიდან დღესდღეობით ტერმინთა ქაოტური შემოდინება ენის ტერმინოლოგიურ განვითარებას უშლის ხელს: ტერმინების კოორდინირება-ჰარმონიზაცია მოითხოვს მათ გააზრებასა და აკადემიურ თარგმანს. ნაცვლად ამისა, მიმდინარეობს უცხო ტერმინთა ავტომატური სუფიქსაციის პროცესი. 

მიუხედავად 30 წლიანი პოსტსაბჭოთა პერიოდისა, ტერმინოლოგიური აღრევა დღესაც გადაუჭრელ პრობლემად რჩება,  რაც დაბრკოლებას უქმნის: 1. ქართული ტერმინწარმოების განვითარებას; 2. ტერმინოლოგიის კოორდინაცია-ჰარმონიზაციას ევროკავშირში მოქმედ ტერმინოლოგიასთან.

  პროექტი „ევროპარლამენტის TermCoord-ისა და ბსუ-ს corpus.bsu.edu.ge-ს ტერმინოლოგიური კოორდინაცია“ მიზნად ისახავს ევროპარლამენტის მულტილინგვური ტერმბაზის: TermCoord-სა და ბსუ-ს www.terminology.bsu.edu.ge-ს ჰარმონიზაციას. აღნიშნულის   განსახორციელების მიზნით, პროექტი მიზნად ისახავს:  დარგობრივი (მედიცინა, კულტურა (არქეოლოგია), განათლება) ტერმინების  კვლევასა და სალექსიკონო დამუშავებას, წყაროებისა და აკადემიური საცნობარო მასალების მითითებით;  ბსუ-ს კორპუსში: www.terminology.bsu.edu.ge-ზე დარგობრივი ტერმინებისა და საცნობარო მასალებისთვის მოდულების შექმნას; ვებგვერდის: https://termcoord.eu/-ის ტერმინოლოგიების განყოფილებისათვის თავსებადი Excel-ის ფაილის გენერაციას ამავე გვერდზე  ტერმინების განთავსების მიზნით.  

 აღნიშნული პროექტის ფარგლებში ტერმინოლოგიაზე მუშაობის პროცესი წარიმართება ბსუ-ს ტერმინოლოგიური კორპუსული ბაზის განვითარებით: მასში განთავსდება ბსუ-ს აკადემიური პირებისა და სტუდენტების დამუშავებული დარგობრივი ტერმინოლოგია ავტორთა უფლებების დაცვით. მომდევნო ეტაპზე, აკადემიური პირებსა და სტუდენტებს გარანტირებული ექნებათ დარგობრივი ტერმინების დამუშავებაში შეტანილი წვლილის მიხედვით საავტორო უფლებები, როდესაც აღნიშნული ტერმინები გადაეცემა ევროპარლამენტის  პროექტს „ტერმინოლოგია საზღვრებს გარეშე“.

 სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები

 კვლევის  მოსალოდნელი  შედეგების  სამეცნიერო  ღირებულება  იქნება დამუშავებული დარგობრივი ტერმინოლოგია სამედიცინო, განათლების, კულტურის (არქეოლოგია) მიმართულებებით, მათი კოორდინაცია-ჰარმონიზაცია TermCoord-თან, რადგან დარგობრივი ტერმინების კორპუსულ ბაზას სწორედ TermCoord -ის მიერ მითითებული წყაროების მიხედვით შევადგენთ,. შესაბამისად, მიზნად ვისახავთ იმ დარგობრივი ტერმინების დამუშავებას და www.terminology.edu.ge -ზე განთავსებას, რაც ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში იქნება საჭირო.

 ბსუ-ს აკადემიური პირებისა და სტუდენტების მიერ დამუშავებული ტერმინოლოგია და საცნობარო მასალები განთავსდება www.terminology.edu.ge -ზე საავტორო უფლებების დაცვით; დამუშავებული, ქართულ ენაზე თარგმნილი ტერმინები, აკადემიური წყაროებისა და დამატებით პარალელური წყაროების მითითებით, ექსელის ფორმატში გადაყვანილი, გაიგზავნება ევროპარლამენტის TermCord-ის   ბაზაში განსათავსებლად. აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსდება საინფორმაციო წერილი შესრულებული სამუშაოებისა და დამუშავებული, კოორდინირებული ტერმინების შესახებ. 

 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი პროექტი თანხვედრაშია 2021 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ენის სტრატეგიაში ჩამოყალიბებულ პროგრამასთან და პოტენციურად აქვს ტერმინოლოგიის ეროვნული სტანდარტის მიღებაში წვლილის შეტანის შესაძლებლობა.    ამდენად, პროექტის მოსალოდნელ შედეგებს აქვს სამეცნიერო ღირებულება როგორც ქვეყნის, ისე რეგიონისთვისაც, რადგან ვითარდება ტერმინოლოგიის აკადემიური მიმართულება უშუალოდ რეგიონის უსდ-ში, ტერმინოლოგიაში კვალიფიცირდებიან ბსუ-ს აკადემიური პირები უწყვეტი განათლების ფარგლებში. გარდა ამისა, ტერმინოლოგიური კვალიფიკაციის ამაღლება

ბსუ-ს ევროპეისტიკის დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის მნიშვნელოვანია მათი ჩართულობისთვის ბსუ-ში ახალ, საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაში, რომელსაც აქვს დარგობრივი ტერმინოლოგიის სასწავლო კურსები. პროექტის დასრულების შემდეგ დაწყებულ საქმიანობას აქვს გაგრძელების  უაღრესად ფართო პერსპექტივა. კერძოდ, იმავე TermCoord-ის ტერმინოლოგიურ კატეგორიებში დასამუშავებელი რჩება დარგობრივი მიმართულებები, როგორიცაა იურიდიული, კულტურის სხვა სფეროები, გარემო, ფინანსები, ტექნოლოგიები,  საკვების უსაფრთხოება, აგრარული ტერმინოლოგია, მეღვინეობა და ა. შ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა