მეცნიერება

“Protection of virgin forests as a green solution for the Black Sea” BSB01246 GreenS4BlackSea, ხელუხლებელი ტყეების დაცვა, როგორც შავი ზღვის „მწვანე“ გადაწყვეტა

ფონდი: Interreg NEXT Black Sea Basin Programme

პროექტის სახელწოდება: “Protection of virgin forests as a green solution for the Black Sea” BSB01246 GreenS4BlackSea, ხელუხლებელი ტყეების დაცვა, როგორც შავი ზღვის „მწვანე“ გადაწყვეტა

LP-  ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტი (Artvin Coruh University, თურქეთი);

PP2-არასამთავრობო ორგანიზაცია „Community and Environment“ (საქართველო).

PP3-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Batumi Shota Rustaveli State University, საქართველო);

PP4- რისტოტელეს უნივერსიტეტი, თესალონიკი (Aristotle University of Thessaloniki, საბერძნეთი);

პროექტის ხელმძღვანელი: ბსუ ასოცირებული პროფესორი ინგა დიასამიძე;
პროექტის საერთო ბიუჯეტი:  452 970,00  ევრო, ბსუ-ს - 101500,00 ევრო

ნდიდან მოთხოვნილი თანხა:  407 673,00 ევრო, ბსუ- 91 350,00
პროექტის ხანგრძლიობა: 25.12. 2025- 25.06.2027
პროექტის საერთო მიზანი: Clean and Green Region, სუფთა და მწვანე გარემო.

შავი ზღვის აუზში ბუნებრივი ეკოსისტემების, განსაკუთრებით ხელუხლებელი და მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების, ბიომრავალფეროვნებისა და მწვანე ინფრასტრუქტურის დაცვა, მდგრადი მართვის ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება საზღვრისპირა თანამშრომლობის გზით.

პროექტი ორიენტირებულია:

  • ხელუხლებელი ტყეების იდენტიფიცირებასა და დარუკება ;
  • ბიომრავალფეროვნების შეფასებასა და მონიტორინგზე;
  • ტყის ეკოსისტემების კონსერვაციისა და მდგრადი მართვის ხელშეწყობაზე;
  • უნივერსიტეტებს, საჯარო უწყებებსა და გარემოსდაცვით ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე;
  • სტუდენტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის გარემოსდაცვით განათლებასა და ცნობიერების ამაღლებაზე;
  • საუკეთესო პრაქტიკისა და სამეცნიერო ცოდნის გაზიარებაზე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის.

პროექტის სპეციფიკური მიზანი (RSO2.7):

ბუნების, ბიომრავალფეროვნებისა და მწვანე ინფრასტრუქტურის დაცვისა და შენარჩუნების გაძლიერება, მათ შორის ურბანულ ტერიტორიებზე, და გარემოს დაბინძურების ყველა ფორმის შემცირება.
საკვლევი არეალი: პროექტის საკვლევ არეალს წარმოადგენს შავი ზღვის აუზის ქვეყნების ტყის ეკოსისტემები. საქართველოში კვლევები მიმდინარეობს აჭარის რეგიონში, სადაც შეფასდება ხელუხლებელი ტყეები, მათი ბიომრავალფეროვნება და კონსერვაციული მნიშვნელობა თანამედროვე GIS და საველე კვლევის მეთოდების გამოყენებით.“

მოსალოდნელი შედეგი: ევროპული გამოცდილების გაზიარებით შემუშავდება ხელუხლებელი ტყეების რუკები, შემუშავდება სასწავლო კურიკულუმი „ ტყის ეკოლოგია“  ბსუ- და ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის.

აქტივობები:
  ხელუხლებელი ტყეების იდენტიფიცირება და დარუკება;

  • საველე კვლევების ჩატარება;
  • GIS და დისტანციური ზონდირების მონაცემების გამოყენება;
  • ტყის მასივების ციფრული რუკების შექმნა.

 ბიომრავალფეროვნების კვლევა და მონიტორინგი

  • ფლორის სახეობრივი მრავალფეროვნების შეფასება;
  • იშვიათი, ენდემური და საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების გამოვლენა;
  • ეკოსისტემების მდგომარეობის შეფასება.

 მონაცემთა ბაზისა და საინფორმაციო რესურსების შექმნა

  • საველე მონაცემების დამუშავება;
  • ციფრული რუკებისა და ანგარიშების მომზადება;
  • კვლევის შედეგების სისტემატიზაცია.

საგანმანათლებლო და სასწავლო აქტივობები

  • სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების ჩართვა;
  • ტრენინგების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;

დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა

  • სახელმწიფო უწყებებთან, უნივერსიტეტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრები;
  • გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო პარტნიორებს შორის;
  • ერთობლივი რეკომენდაციების შემუშავება.

 საზოგადოების ცნობიერების ამაღლება

  • გარემოსდაცვითი კამპანიები;
  • საჯარო ლექციები და საინფორმაციო ღონისძიებები;
  • გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეების აღნიშვნა.

 კონსერვაციისა და მდგრადი მართვის რეკომენდაციების მომზადება

  • ტყის ეკოსისტემების დაცვის ღონისძიებების შემუშავება;
  • ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მექანიზმების შეთავაზება;
  • გადაწყვეტილების მიმღები უწყებების მხარდაჭერა სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციებით.

სამიზნე ჯგუფები: სატყეო სექტორი, გარემოს დაცვის სამმართველო, სტუდენტები, მკვლევარები, პროფესიული სასწავლებლები, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები.

პროექტის შედეგები:

ხელუხლებელი ტყეების ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი;

ხელუხლებელი ტყეების GIS რუკების შედგენა;

სასწავლო კურიკულუმის შემუშავება

საბოლოო შედეგი:

პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნება მდგრადი ტრანსნაციონალური თანამშრომლობის ქსელი, შემუშავდება პრაქტიკული და საგანმანათლებლო ინსტრუმენტები ხელუხლებელი ტყეების დაცვისათვის, ხოლო საერთაშორისო კონფერენცია უზრუნველყოფს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების ფართო გავრცელებას. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონში ბიომრავალფეროვნების, ბუნებრივი მემკვიდრეობისა და მაღალი საკონსერვაციო ღირებულების მქონე ტყის ეკოსისტემების ეფექტიან დაცვას.
 

მდგრადობის ეფექტიანობა:

პროექტი განხორციელდება ოთხი პარტნიორი ორგანიზაციის თანამშრომლობითა:

  • ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტი (Artvin Coruh University, თურქეთი);
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Batumi Shota Rustaveli State University, საქართველო);
  • არისტოტელეს უნივერსიტეტი, თესალონიკი (Aristotle University of Thessaloniki, საბერძნეთი);
  • არასამთავრობო ორგანიზაცია „Community and Environment“ (საქართველო).

გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების გზით თითოეული პარტნიორი მიიღებს ახალ ხედვებს, გაეცნობა საუკეთესო პრაქტიკებსა და მიღებულ გამოცდილებას. პარტნიორები შეძლებენ ერთმანეთის ძლიერი მხარეებისა და შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებას, პრობლემების გადაჭრის, გადაწყვეტილებების მიღებისა და საქმიანობის განხორციელების უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვას, რაც საერთო მიზნების მიღწევას მნიშვნელოვნად დააჩქარებს.

პარტნიორები პროექტის საქმიანობებში ჩაერთვებიან საკუთარი კომპეტენციისა და ფუნქციური როლის შესაბამისად. კერძოდ:

  • ართვინის ტყეებში არსებული ხელუხლებელი ტყის მასივების იდენტიფიკაცია და კარტოგრაფირება განხორციელდება საველე კვლევების საფუძველზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ართვინისა და ბათუმის უნივერსიტეტების სტუდენტები, ადგილობრივი მეტყევეები, აგრეთვე ქართველი, თურქი და ბერძენი ექსპერტები. სამუშაოები განხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „Community and Environment“-ის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით;
  • ართვინის ხელუხლებელი ტყეების შესახებ სამეცნიერო კვლევა ერთობლივად განხორციელდება სამი უნივერსიტეტის მიერ;
  • ციფრული რუკა მომზადდება ბერძენი სპეციალისტების ხელმძღვანელობით, ქართველი და თურქი ექსპერტების აქტიური მონაწილეობით;
  • ართვინის პროვინციასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხელუხლებელი ტყეების დაცვის სახელმძღვანელო შეიმუშავებს არისტოტელეს უნივერსიტეტი (საბერძნეთი) პროექტის საერთაშორისო ექსპერტთა გუნდის, შესაბამისი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების საფუძველზე;
  • ხელუხლებელი ტყეების კონსერვაციის საკითხებზე საზოგადოებრივი ინფორმირების კამპანია და სასწავლო კურიკულუმები მომზადდება ართვინისა და ბათუმის უნივერსიტეტების მიერ, პროექტის საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მონაწილეობით და არისტოტელეს უნივერსიტეტის რეკომენდაციების გათვალისწინებით;
  • პროექტის საინფორმაციო და საპრომოციო მასალების მომზადებასა და გავრცელებას შესაბამის ქვეყნებში უზრუნველყოფენ ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „Community and Environment“.

სამ უნივერსიტეტს შორის, როგორც ერთმანეთთან, ისე შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელის ფარგლებში (Black Sea Universities Network), გაძლიერებული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაზრდის მათ შესაძლებლობებს ერთობლივი სამეცნიერო კვლევების, საერთაშორისო პროექტებისა და სხვა ტრანსნაციონალური ინიციატივების განხორციელების მიმართულებით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა