სამეცნიერო კვლევები

დასავლეთ საქართველოში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით მდიდარი ნედლეულის შესწავლა და მათგან პროდუქტების მიღების ტექნოლოგიის შემუშავება

სამეცნიერო პროექტი - დასავლეთ საქართველოში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით მდიდარი ნედლეულის შესწავლა და მათგან პროდუქტების მიღების ტექნოლოგიის შემუშავება GNSF/ST08/8-513

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი მაია ვანიძე,

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი - პროფესორი ალეკო კალანდია

სამეცნიერო პროექტის დაფინანსების წყარო - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა - 2009-2011 წწ.

სამეცნიერო პროექტის მიზანი - დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ბიოლოგიურად აქტიური ანტიოქსიდანტური ნაერთების (ანტოციანების, კატექინების, ლეიკოანტოციანების და სხვა ფენოლური ნაერთების) შემცველი მცენარეული ნედლეულის (წყავის-Laurocerasus offisinalis Roem, (კულტურული და ველური ფორმები), კუნელის -Crataegus pentagyna W. et K. ანწლის  (Sambucus edulus), დიდგულას (Sambucus nigra), ცირცელის (Sorbus aucuparia), ქაცვის (Hippophae rhamnoides L.), ხეჭრელის (Frangula alnus Mill), ძახველის (Vibirnum opulus L.), მაყვალის (Rubus caucasicus), ჟოლოს (Rubus buschi Grossh..), მოცვის ((Vaccinium mirtilus)  და სხვა მცენარეთა ნაყოფი) შესწავლა,  ნედლეულის აღების ოპტიმალური პირობების დადგენა და მათგან ბიოლოგიურად აქტიური ნაერთებით მდიდარი კონცენტრატების და პრეპარატების მიღების ტექნოლოგიის შემუშავება. ასევე ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების შემოსავლების ზრდა, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქტების წარმოების ამ სეგმენტის კონკურენტუნარიანობის და რენტაბელურობის გაზრდისათვის ხელშეწყობა, საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქციის შექმნა და როგორც შედეგი სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანების გაზრდა.

ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი დღევანდელი შეზღუდული ტექნიკური შესაძლებლობების პირობებში პროექტის ფარგლებში თანამედროვე ხელსაწყოების შეძენა, რომლებიც უზრუნველყოფენ კვლევების მაღალ სარწმუნოობას და შესაძლებელი გახდება მაღალრეიტინგული გამოცემებისათვის პუბლიკაციების მომზადება და საერთაშორისო კვლევებში და პროექტებში ჩართვა.

პროექტის მიზნების მისაღწევად გადასაჭრელია შემდეგი ამოცანები:
1. სანედლეულო ბაზის არეალის და მარაგის დადგენა.
2. კვლევის მეთოდიკის ადაპტირება.
3. ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების თვისობრივი და რაოდენობრივი შესწავლა.
4. ნედლეულის აღების ოპტიმალური პირობების დადგენა.
5. ბიოლოგიურად აქტიური ნაერთებით მდიდარი კონცენტრატების და პრეპარატების (ბიოლოგიურად აქტიური დანამატების) მიღების ტექნოლოგიის შემუშავება.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა