სამეცნიერო კვლევები

შავშეთი“ - ისტორიულ ფილოლოგიური გამოკვლევა

სამეცნიერო პროექტი - „შავშეთი“ - ისტორიულ ფილოლოგიური გამოკვლევა“

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - პროფესორი მამია ფაღავა 

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრი

სამეცნიერო  პროექტის დაფინანსების წყარო - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა - 2008 -2010 წწ.

სამეცნიერო პროექტის მიზანი - პროექტი ,,შავშეთი _ ისტორიულ ფილოლოგიური გამოკვლევა’’ მიზნად ისახავდა  შავშეთის ისტორიის, მატერიალური კულტურის ძეგლების, ყოფის, ფოლკლორის, შავშური დიალექტის მეცნიერულ შესწავლას, ქართული და უცხოური წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის დამუშავებას; შავშეთში სამეცნიერო ექსპედიცების ორგანიზებას; ფოლკლორული და დიალექტოლოგიური მასალების შეგროვებას და სამეცნიერო ლიტერატურაზე მუშაობას; სამეცნიერო კონფერენცების ჩატარებას; კომპლექსური მონოგრაფიის გამოცემას.

სამეცნიერო პროექტის შედეგები - პროექტის ფარგლებში შესრულდა შემდეგი სამუშაოები:
_ მოეწყო ორი კომპლექსური ექსპედიცია (2009, 2010 წწ) ისტორიულ შავშეთში (ახლანდელი ართვინის ილი, შავშათის ილჩე) ეთნოლოგიური, ფოლკლორული და დიალექტოლოგიური მასალების შესაგროვებლად. პარალელურად ექსპედიციის წევრები სწავლობდნენ შავშეთის მატერიალური კულტურის ძეგლებს (ციხეები, ეკლესიები, ხიდები, სახიზარები...), გროვდებოდა ვიდეო და ფოტო მასალები. ექსპედიციამ მოიცვა მთელი შავშეთი _ როგორც მექართულე (იმერხევის ხეობა, უსტამისი, ჩიხისხევი...), ისე _ მეთურქულე (შავშათის მიმდებარე სოფლები, სადაც ქართული ენა აღარ ისმის).
_ ჩატარდა ორი საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია (2009, 2010 წწ).
_ შავშეთის შესახებ დაიბეჭდა 30-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია სხვადასხვა გამოცემებში, პუბლიცისტური წერილები ჟურნალ-გაზეთებში. ცალკე დაისტამბა თ. ფუტკარაძის ნარკვევი ,,ქორწილი იმერხევში’’ (2009წ.),  მამია ფაღავას ,,შავშური ჩანაწერები“ (2011 წ.) და თინა შიოშვილის ,,შავშური ფოლკლორი (2016 წ.). სასტამბოდ მზადდება მონოგრაფია ,,შავშური კილო“ (ავტორები: მ. ფაღავა, მ. ცინცაძე).
_ შავშეთის ისტორიის, მატერიალური კულტურის ძეგლების, ეთნოლოგიის, ფოლკლორის, შავშური დიალექტის სხვადასხვა პრობლემებზე ადგილობრივ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციებზე წაკითხული იქნა 30-მდე მოხსენება, მოეწყო ფოტოგამოფენა, ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფოტოფილმი...
_ გამოიცა ორნაწილიანი მონოგრაფია ,,შავშეთი’’ (ავტორები: პროფ. მამია ფაღავა, პროფ. თინა შიოშვილი, პროფ. შოთა მამულაძე, მ/კ მერი ცინცაძე, ასოც. პროფ. მალხაზ ჩოხარაძე, ასოც. პროფ. თამაზ ფუტკარაძე, ასოც. პროფ. ზაზა შაშიკაძე, მ/კ ნუგზარ ცეცხლაძე, ასოც. პროფ. მაია ბარამიძე, ასისტ. პროფ. ჯემალ კარალიძე, დოქტორანტი ვარდო ჩოხარაძე), ნაწილი I _ გამოკვლევები, ნაწილი II _ ფოლკლორული და დიალექტოლოგიური მასალები შენიშვნებით, ვარიანტებითა და ლექსიკონით. 
წიგნს ერთვის ფოტომასალა და შავშეთის რუკა.

მონოგრაფია წარმოადგენს ჭოროხის აუზის ერთი ,,ქვეყნის“ - შავშეთის ერთიანი მეცნიერული სურათის შექმნის ცდას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა