სამეცნიერო კვლევები

მუჰაჯირობის (გადასახლების) ისტორია და ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლები თანამედროვე თურქეთში

სამეცნიერო პროექტი - მუჰაჯირობის (გადასახლების) ისტორია  და ქართველ  მუჰაჯირთა შთამომავლები თანამედროვე თურქეთში  (საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა დასახლებებისა და ყოფის  კვლევის პროგრამა)

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელები - პროფესორი მამია ფაღავა, ასოც. პროფესორი ზაზა შაშიკაძე 

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრი

სამეცნიერო  პროექტის დაფინანსების წყარო - აჭარის ა/რ მთავრობა

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა - 2012 -2016 წწ.

პროექტის მიზნები:
ა. მუჰაჯირობის შესახებ საქართველოს წიგნთსაცავებსა და არქივებში არსებული ლიტერატურის, პრესისა და საარქივო მასალების დამუშავება.
ბ. მუჰაჯირობის შესახებ თურქული სამეცნიერო ლიტერატურის, ასევე ოსმალური დოკუმენტებისა და თურქული პრესის მასალების დამუშავება.
გ. კომპლექსური ექსპედიციების მოწყობა მუჰაჯირთა შთამომავლებით დასახლებულ თურქეთის პროვინციებში.
დ. ექსპედიციების მიერ მოპოვებული მასალების სისტემატიზაცია და სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანა.
ე. ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლების თანამედროვე ყოფის შესწავლა და კომპაქტურ დასახლებათა რუკის შედგენა.
ვ. მუჰაჯირთა შთამომავლების გაერთიანებების, სოციალური სტრუქტურის, ბეჭდური გამოცემების, ინტერნეტრესურსების შესწავლა.
ზ. თანამედროვე ეტაპზე ქართულ-თურქულ ურთიერთობათა განვითარებაში მუჰაჯირთა შთამომავლების ადგილისა და როლის კვლევა.
თ. სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზება.

სამეცნიერო პროექტის შედეგები - პროექტის ფარგლებში ჩატარდა გეგმიური 4 ექსპედიცია. ოთხივე ექსპედიცია კომპლექსური იყო. შეგროვდა ფოლკლორული, დიალექტოლოგიური, ეთნოლოგიური, ფოტო და ვიდეომასალები. ვფიქრობთ, ექსპედიციის მიერ შეგროვებული მასალები (რომელთა დიდი ნაწილი დაიბეჭდა ქართველოლოგიის ცენტრის კრებულებში) ძვირფასია ისტორიული სამხრეთ საქართველოს მკვლევრისათვის. საველე ექსპედიციების მიერ შეგროვებული მასალები გამოყენებულია კოლექტიურ მონოგრაფიებში ,,კლარჯეთი“ (2016 წ.); ენათმეცნიერების ინსტიტუტის გამოცემაში ,,ქართული ენის დიალექტთა მორფოლოგია“ (მონოგრაფია დამუშავდა გ. გოგოლაშვილის ხელმძღვანელობით. წიგნის მეორე ნაწილად სხვა დიალექტების პარადიგმებთან ერთად დაერთული აქვს შავშური, კლარჯული და ტაოური კილოების სახელისა და ზმნის ძირითადი პარადიგმები - ავტორები მამია ფაღავა და ნანა ცეცხლაძე), ჩვენი მასალები გამოიყენეს ქართველმა მკვლევრებმა თავიანთ შრომებში.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა 3 კონფერენცია:
ა. პირველი კონფერენცია - 2013 წლის 31 იანვარი - 1 თებერვალი;
ბ. მეორე კონფერენცია 2014 წლის 30 იანვარი;
გ. მესამე კონფერენცია 2015 წლის 29 იანვარი.
გარდა ამისა, დამუშავდა და გამოიცა რამდენიმე მონოგრაფია, სამეცნიერო კრებული და სხვა:
1. მუჰაჯირთა შთამომავლებთან (მ. ფაღავა, ბათუმი, 2016 წ.,  492 გვ.);
2. ქართული ენის გეოგრაფია თურქეთში, ნაწილი, 1, მარმარილოს ზღვის რეგიონი (მ. ჩოხარაძე, ბათუმი, 2016 წ., 120 გვ.);
3. საუბრები ეროვნულ ცნობიერებაზე (მ. გორგოშაძე, ბათუმი, 2016 წ., 95 გვ.);
4. პეტრე უმიკაშვილი და ოსმალობისდროინდელი სამხრეთ საქართველო (ვლადიმერ მგელაძე. ბათუმი, 2014 წელი. 296 გვ.);
5. მუჰაჯირობა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში (მე-19 საუკუნის 30-80-იანი წლები) (ჯ. ვარდმანიძე, ბათუმი, 2013 წ. 179 გვ.);
6. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტე¬ტის განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ინსტი¬ტუ¬ტის ,,კრებული“ ტ. VII, ბათუმი, 2013 წელი.
7. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტე¬ტის განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ინსტი¬ტუ¬ტის ,,კრებული“ ტ. VIII, ბათუმი, 2014 წელი.
8. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტე¬ტის განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ინსტი¬ტუ¬ტის ,,კრებული“ ტ. IX, ბათუმი, 2014 წელი.
9. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტე¬ტის განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ინსტი¬ტუ¬ტის ,,კრებული“ ტ. X, ბათუმი, 2014 წელი.
10. ნიკო მარი ,,შავშეთსა და კლარჯეთში მოგზაურობის დღიურები“  (რუსულიდან თარგმნა რევაზ დიასამიძემ, მამია ფაღავას რედაქციითა და გამოკვლევით, ბათუმი, 2012 წელი. 482 გვ.) და სხვ.

თუ გავითვალისწინებთ მუჰაჯირობის მასშტაბს და მუჰაჯირთა შთამომავლების განსახლების გეოგრაფიას, უნდა აღინიშნოს რომ  საკვლევი პრობლემები ჯერაც ბევრია, რაც მუშაობას და დროს საჭიროებს. ყველაფრის გათვალისწინებით, ქართველოლოგიის ცენტრში შემუშავდა მუჰაჯირობის ისტორიის და მუჰაჯირთა შთამომავლების თანამედროვე ყოფის კვლევის მრავალწლიანი პერსპექტიული გეგმა,  რომელშიც დასახულია მომავალი კვლევა-ძიების ძირითადი მიმართულებები, გამოკვეთილია პრიორიტეტები.

პროექტზე მუშაობდნენ პროფესორი მამია ფაღავა (პროექტის სამეცნიერო ხელ-მძღვანელი) და ასოცირებული პროფესორი ზაზა შაშიკაძე (პროექტის სამეცნიერო ხელ-მძღვანელი), პროფესორი მალხაზ ჩოხარაძე (პროექტის მენეჯერი), პროფესორი თინა შიოშვილი,  პროფესორი ნუგზარ მგელაძე, ასოცირებული პროფესორი მაია ბარამიძე, ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი გიორგი მახარაშვილი, ისტორიის აკადემიური დოქტორი რუსლან ბარამიძე, დოქტორანტი ნიაზ ზოსიძე, დოქტორანტი თამარ ჩოხარაძე.

პროექტის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე მოწვეული იყვნენ: ასოც. პროფესორი რევაზ დიასამიძე, პროფესორი მურმან გორგოშაძე, ასოც. პროფესორი ჯემალ კარალიძე, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი ნუგზარ ზოსიძე, ასოცირებული პროფესორი ნუგზარ ფუტკარაძე, პროფესორი ემზარ მაკარაძე, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძე (საზღვაო აკადემია), პროფესორი ირინა გოშხეთელიანი, ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი ნანა მაზმიშვილი, ასოც. პროფესორი ნინო აროშიძე, ოპერატორები ნიკა ტუღუში და ლაშა თავდგირიძე, მძღოლი ტარიელ დიასამიძე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა