სამეცნიერო პროექტი - აჭარის რეგიონში არსებული სასოფლო სამეურნეო ტექნიკის საექსპლუტაციო საიმედოობის მაჩვენებლების გამოკვლევა და ტექნიკური სერვისის რაციონალური ფორმების დამუშავება
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - ტექნიკის აკადემიური დოქტორი რომან მარგალიტაძე
სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი - ასოცირებული პროფესორი მერაბ მამულაძე
სამეცნიერო პროექტის დაფინანსების წყარო - აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა - 2016-2017 წწ.
სამეცნიერო პროექტის მიზანია:
1.აჭარის რეგიონის თავისებური კლიმატური და ნიადაგობრივი პირობების გავლენის დასაბუთება საზღვარგარეთიდან შემოტანილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რესურსსა და მუშაუნარიანობაზე;
2. აჭარის რეგიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ინვეტარიზაცია, საექსპლუატაციო საიმედოობის ერთეული და კომპლექსური მაჩვენებლების გამოკვლევა;
3.იმ ტრაქტორებისა და ტექნიკის გამოვლენა, რომლებიც ყველაზე უფრო მაღალი საიმედოობის მაჩვენებლებით გამოირჩევიან აჭარის პირობებში მუშაობისას;
4. ცალკეული დეტალების ცვეთის კანონზომიერებათა გამოკვლევა და მათი აღდგენის რაციონალური ტექნოლოგიური პროცესისა და რეჟიმების დადგენა;
5. აჭარაში ტექნიკის სერვისის ანალიზის საფუძველზე მეცნიერული რეკომენდაციების დამუშავება სერვისის რაციონალური ფორმების შერჩევისათვის;
6. სერვისის საწარმოთა ოპტიმალური განლაგების მეთოდიკის დამუშავება და მისი რეალიზაცია;
7. სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა ჩატარება სერვისის რაციონალური ფორმების დამუშავება თანამედროვე მათემატიკური მეთოდების გამოყენებით;
8. სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა ტექნიკურ-ეკონომიკურიშეფასება;
9. დასკვნებისა და რეკომენდაციების დამუშავება აჭარაში საზღვარგარეთიდან შემოტანილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სერვისის რაციონალური ორგანიზაციისათვის.
განხორციელებულია პროექტის პირველი ეტაპი: ჩატარებულია აჭარის რეგიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ინვენტარიზაცია, დადგენილია დამახასიათებელი მტყუნებები და მათემატიკური სტატისტიკის მეთოდით დამუშავებულია ტექნიკური სერვისის რაციონალური ფორმები.
უკან |