სამეცნიერო კვლევები

ტოპოლოგიურ სივრცეთა და უწყვეტ ასახვათა (კო)ჰომოლოგიური ფუნქტორები და განზომილების ტიპის ფუნქციები და მათი გამოყენებანი

სამეცნიერო პროექტი - ტოპოლოგიურ სივრცეთა და უწყვეტ ასახვათა (კო)ჰომოლოგიური ფუნქტორები და განზომილების ტიპის ფუნქციები და მათი გამოყენებანი (FR/523/5-103/13)

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - პროფესორი ვლადიმერ ბალაძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი - პროფ. ა.ბერიძე, დოქტორანტი რ. ცინარიძე

სამეცნიერო  პროექტის დაფინანსების წყარო - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა - 2015 წ.

სამეცნიერო პროექტის მიზანი - ალგებრული სტუქტურების მქონე ობიექტთა კატეგორიებში და მთელ რიცხვთა სიმრავლეში მნიშვნელობის მქონე ფუნქტორები და ფუნქციები, რომელთაც გააჩნიათ კლასიკური (კო)ჰომლოგიური და (კო)შეიპური ფუნქტორების და განზომილების ტიპის ფუნქციების რიგი თივისებები, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ თანამედროვე ტოპოლოგიაში, სისტემატურად იზრდება როგორც მათი რიცხვი, ისე მნიშვნელობა ტოპოლოგიის სხვადასხვა მიმართულების პრობლემების კვლევისას.
პროექტის მიზანია სივრცეთა და უწყვეტ ასახვათა ახალი შეიპური კლასიფიკაციების, (კო)ჰომოლოგიური ტიპის ფუნქტორების, კოჰომოლოგიური და გაფართოების განზომილებისნაირი ფუნქციების აგება და მათი მეშვეობით ალგებრულ ტოპოლოგიაში, გეომეტრიულ ტოპოლოგიასა და განზომილების თეორიაში ამჟამად არსებული ზოგიერთი პრობლემის გამოკვლევა.


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა