სამეცნიერო კვლევები

საგრანტო კონკურსი სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს ,,უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში აცხადებს  საგრანტო კონკურსს სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მუდმივად ან ხელშეკრულებით მომუშავე მეცნიერებს და ასევე, იმ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, რომლებიც სამინისტროში განაცხადის წარდგენის პერიოდში სწავლობენ ზემოაღნიშნული იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაციებში.

დახმარება გაიცემა შემდეგი სახის საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად:
კონფერენცია, კონგრესი, ფორუმი, სიმპოზიუმი, სემინარი. უპირატესობა  მიენიჭებათ    იმ    განმცხადებლებს,    რომლებიც   მონაწილეობენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, შვეიცარიასა და ნორვეგიაში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებებში.

ქვეპროგრამის მონაწილე საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის ხარჯების დაფარვის მიზნით სამინისტროდან მიიღებს ფინანსურ დახმარებას არაუმეტეს 3000 ლარის  ოდენობით.

ქვეპროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია ღია კონკურსის საფუძველზე.

დებულება, სააპლიკაციო ფორმა, სარეკომენდაციო წერილის ფორმა და კომისიის წევრთა სია იხილეთ ბმულზე: http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?pid=1406&gid=6&ppid=12#.WrS0ey5uaUk


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა