საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის, ასისტენტ პროფესორი ნაზი თურმანიძე, თემა : " ფოტოსინთეზისა და სუნთქვის შედარებითი დახასიათება" სემინარი ჩატარდება 2018 წლის 5 ივლისს 11 სთ-ზე სასწავლო ცენტრში.
28 ივნისი 2018 წელი
თემის მიზანს– შეადგენს გავაკეთო მოკლე დახასიათება მცენარეში მიმდინარე ორი მნიშვნელოვანი სასიცოცხლო პროცესზე–ფოტოსინთეზზე და სუნთქვაზე უჯრედულ დონეზე (მიტოქონდრიალური სუნთქვა). ავხსნა მათი ქიმიური მექანიზმები ციტოპლაზმურ ორგანოიდებში–ქლოროპლასტებში, მიტოქონდრიებში, და აქედან გამომდინარე გამოიკვეთოს მათ შორის ძირითადი პრინციპული განსხვავებანი.
აქტუალობა–მოგეხსენებათ ფოტოსინთეზი მცენარეში უზრუნველყოფს ნახშირბადოვან კვებას, მცენარეს ამარაგებს ელემენტ ნახშირბადით,რომელიც ყველა ორგანული ნივთიერებების შემადგენელი ნაწილია. ეს კი უზრუნველყოფს დედამიწაზე ცოცხალი ორგანიზმების კვებას ჰეტეროტროფულად.გარდა საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფისა ფოტოსინტეზი ატმოსფეროს,ნიადაგს,წყალს და ა.შ. ავსებს ჟანგბადით,რომელიც აუცილებელია როგორც ცოცხალ, ისე არაცოცხალ ბუნებაში მიმდინარე ჟანგვითი პროცესებისა.
სრულად