ენის ცოდნა გადამწყვეტი ფაქტორია სტუდენტის წარმატებისათვის უმაღლეს განათლების საფეხურზე, სადაც ეფექტური კომუნიკაციის უნარები აუცილებელია აკადემიური მიღწევებისა და პროფესიული ზრდისთვის. მასწავლებელზე ორიენტირებული ტრადიციული მეთოდები ხშირად ზღუდავს მოსწავლეთა ინტერაქციას, რაც ენის შესწავლას უფრო პასიურს ხდის, ვიდრე ჩართულს. Cooperative Language Learning (CLL) გვთავაზობს ალტერნატიულ მიდგომას, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას, აქტიურ მონაწილეობას და თანატოლების დახმარებით სწავლას. ეს კვლევა შეისწავლის თანამშრომლობითიენის სწავლის მეთოდის ეფექტურობას უმაღლეს განათლებაში, ფოკუსირებულია მის გავლენაზე სტუდენტების ენის ცოდნაზე, ჩართულობასა და აკადემიურ მოსწრებაზე.
კვლევის მიზანია: (1) შეისწავლოს თანამშრომლობითი სწავლის მეთოდის ეფექტურობა სტუდენტების ცოდნის გაუმჯობესების საკითსში და (2) და გააანალიზოს მოსწავლეთა ჩართულობა და სწავლის შედეგები თანამშრომლობით სასწავლო გარემოში. შერეული მეთოდის მიდგომის გამოყენებით, კვლევამ შეაგროვა თვისებრივი მონაცემები სტუდენტების გამოხმაურებისა და საკლასო ოთახში დაკვირვების გზით.
დასკვნები მიუთითებს, რომ სტუდენტებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ თანამშრომლობით სასწავლო აქტივობებში, როგორიცაა აზროვნება-წყვილი-გაზიარება, ჯიგსო კითხვა, ჯგუფური დისკუსიები და თანატოლების დახმარებით წერა, აჩვენეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ზეპირი მეტყველებაში, ლექსიკის გამდიდრებაში, აკადემიური წერის უნარებში, ასევე მასალის ცოდნის შეძენაში. გარდა ამისა, სტუდენტებმა გამოავლინეს უფრო მეტი მოტივაცია, თავდაჯერებულობა და ენის შესწავლაში ჩართულობა. ეს შედეგები ვარაუდობს, რომ თანამშრომლობითი სწავლის სტრატეგიები ქმნის ინტერაქტიულ და დამხმარე სასწავლო გარემოს, რომელიც აძლიერებს ენის ათვისებას და ეხმარება სტუდენტებს დაეუფლონ საგნის ცოდნას უმაღლეს სასწავლებლებში.
საბოლოოდ ვასკვნით, რომ თანამშრომლობითი სწავლის სტრატეგიების საუნივერსიტეტო სასწავლო გეგმებში ჩართვამ შეიძლება ხელი შეუწყოს თანამშრომლობითი სწავლის გამოცდილებას, კრიტიკულ აზროვნებას და კომუნიკაციის უნარებს. პედაგოგებმა სასურველია გააერთიანონ ეს მიდგომები, რათა მაქსიმალურად გაზარდონ მოსწავლეთა წარმატება სწავლის პროცესში.

უკან |