8 მაისი 2018 წელი
                            
							
	ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვილიამ კროუფორდმა, ჩრდილოეთ არიზონას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა სემინარი ჩაატარა თემაზე: „კვლევის თანამედროვე მეთოდები ლინგვისტიკაში და  კორპუს-ლინგვისტიკის როლი ინგლისური ენის როგორც მეორე უცხოური ენის სწავლების პროცესში“. შეხვედრაზე მიწვეულ იყვნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობის პროფესორ-მასწავლებლები. სემინარზე განხილული იყო ლინგვისტური ასპექტების კვლევისათვის აუცილებელი თანამედროვე მეთოდები, ხაზი გაესვა ქართულ აუდიტორიაში ინგლისური ენის სწავლების პროცესში კორპუს-ლინგვისტიკის მნიშვნელობას. სემინარის მონაწილეებს  სერტიფიკატები გადაეცათ.